ალბათ, დამეთანხმებით, რომ წყვილებს შორის დაშორების მიზეზი ხშირად აბსოლუტურად სხვადასხვაა, თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ამა თუ იმ ადამიანს სხვადასხვა ფაქტორი უბიძგებს, შეწყვიტოს ურთიერთობები.
ვერძს ლიდერობაში არ უნდა შეეცილოთ. თუკი მას რაიმეს იძულებით გაკეთებას აიძულებთ, აუცილებლად დაგშორდებათ.
კუროს სტაბილურობის შეგრძნება უნდა შეუქმნათ. თუკი არაპროგნოზირებადი პიროვნება ხართ, ის თქვენთან დიდხანს არ გაჩერდება.
ტყუპისთვის საინტერესო და მრავალმხრივი უნდა იყოთ მუდამ. მოწყენილობა თუ იგრძნო ურთიერთობაში, აუცილებლად შეეცდება თქვენგან თავის დაღწევას.
კირჩხიბთან ტონი შეარჩიეთ. უხეში მიმართვის და თუნდაც ხუმრობით დაცინვის გამო ის აუცილებლად გაწყვეტს თქვენთან კავშირს.
ლომის მიმართ აღტაცება გამოამჟღავნეთ მუდამ. თუკი მის უპირატესობას არასოდეს აღიარებთ, იგი სხვაგან დაიწყებს აპლოდისმენტების ძიებას.
ქალწულთან მოწესრიგებული უნდა გქონდეთ როგორც ცხოვრება, ისე ემოციები. თუკი თქვენი მხრიდან ქაოსს იგრძნობს, აუცილებლად დაგშორდებათ. სრულად...