თუ სასწრაფოდ გჭირდებათ წონაში დაკლება რაიმე ღირსშესანიშნავი დღესასწაულისთვის, ჯარის დიეტა სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ!
კვების ეს სისტემა საკმაოდ ექსტრემალურად მიიჩნევა. მასში კალორიების რაოდენობა საგრძნობლად დაკლებულია, ამიტომაც 3 დღეზე მეტხანს მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის. ამ დღეების და მომდევნო 4 დღის განმავლობაში ზომიერად უნდა იკვებოთ. გამორიცხეთ ცომეული, ტკბილი და შემწვარი პროდუქტი.
სამდღიანი დიეტა
პირველი დღე
- საუზმე: ნახევარი გრეიპფრუტი, სრულმარცვლოვანი პურის 1 ნაჭერი, 2 ს.კ. არაქისის კარაქი, უშაქრო ჩაი.
- სადილი: 100 გრ მოხარშული ქათმის ფილე, სრულმარცვლოვანი პურის 1 ნაჭერი, უშაქრო ჩაი.
- ვახშამი: 100 გრ მოხარშული ქათმის ფილე, 3 ს.კ. მოხარშული მწვანე ბარდა, ½ ბანანი, 1 ვაშლი.
მეორე დღე
- საუზმე: 1 კვერცხი, სრულმარცვლოვანი პურის 1 ნაჭერი, ½ ბანანი.
- სადილი: 100 გრ ხაჭო, 1 კვერცხი, უშაქრო ჩაი.
- ვახშამი: 2 სოსისი, 100 გრ მოხარშული ბროკოლი, 2 სტაფილო, დესერტად - ½ ბანანი და 100 გრამი დიეტური იოგურტი.
მესამე დღე
- საუზმე: სრულმარცვლოვანი პურის 1 ნაჭერი, რამდენიმე ნაჭერი მაგარი ყველი, 1 ვაშლი.
- სადილი: 1 კვერცხი, სრულმარცვლოვანი პურის 1 ნაჭერი, უშაქრო ჩაი.
- ვახშამი: 100 გრ მოხარშული ქათმის ფილე, ½ ბანანი და 100 გრ დიეტური იოგურტი.
აუცილებლად უნდა დაიცვათ სითხის მიღების რეჟიმი: 1,5 ლიტრი წყალი დღეში. დიეტის დაცვამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუკი საჭმლის მომნელებელი სისტემის რაიმე პრობლემა გაგაჩნიათ ან დარღვეულია ჰორმონალური ფონი.