შოკოლადის დიეტა - იტალიელი დიეტოლოგების ბოლო შემუშავებაა - ნამდვილი ხსნა ტკბილეულობის მოყვარულთათვის. ვინ წარმოიდგენდა, რომ შავი შოკოლადის მირთმევას 1 კვირის განმავლობაში, შეუძლია 3-7 კილოგრამამდე ზედმეტი წონის მოცილება.
დიეტა და შოკოლადი სრულებით შეტავსებადი რამაა, მთავარია, წესების დაცვა.
შოკოლადის დიეტა: ერთი დღის მენიუ
• საუზმე: 30 გრამი ნატურალური შავი შოკოლადი, უშაქრო ყავა.
• სადილი: 30 გრამი ნატურალური შავი შოკოლადი, უშაქრო ყავა.
• ვახშამი: დარჩენილი 30 გრამი შოკოლადი და კვლავ უშაქრო ყავა.
სასურველი შედეგის მიღების შესაბამისად, მოცემული რაციონის მიღება შესაძლებელია 3, 5 და 7 დღის განმავლობაში.
როგორ შევინარჩუნოთ მიღებული შედეგი?
სასურველი წონის შესანარჩუნებლად საჭიროა სწორ კვებაზე გადასვლა.
განმტვირთავი დღეების განმავლობაში კუჭი მიეჩვია მცირე რაოდენობის საკვებს და ეს კარგია. შემდეგშიც უნდა გაარძელოთ მცირე ულუფების მიღება, მაგრამ რაციონი უკვე სასარგებლო პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს - ბოსტნეული, კვერცხი, უცხიმო რძის პროდუქტები, ხილი, თევზი.
დიეტა რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც დიაბეტი, ჰიპერტონია, ალერგია, ღვიძლისა და თრკმელების დაავადება აწუხებს.