რობი უილიამსმა თავისი კარიერის განმავლობაში საკმაო ქონება დააგროვა, რომელიც 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული და დიდი ფინანსები დააბანდა უძრავ ქონებაში.
მისი და მისი ცოლ-შვილის (მსახიობ აიდა ფილდისა და ქალ-ვაჟის - თეოდორასა და ჩარლტონის) საკუთრებაშია რამდენიმე სახლი და სასახლე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავია 29 მილიონ დოლარად ღირებული, 46-ოთახიანი, აუზიანი სახლი ლონდონში, რომელსაც აქვს საკუთარი კინოთეატრი და სპორტდარბაზი.
ასევე აქვს XVIII საუკუნის დროინდელი 8 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სასახლე ასევე ინგლისში და 32 მილიონ დოლარად ღირებული სახლი ამერიკაში, ბევერლი-ჰილზზე. ამ სახლში 10 საძინებელია, სატრენაჟორო დარბაზი, ჩოგბურთის მოედანი, აუზი და 22 სააბაზანო! სახლში მან დააყენა ლიფტი და ხმის ჩამწერი სტუდიაც მოაწყო.
აქ შეგიძლიათ, მისი სახლებისა და სასახლეების ფოტოები დაათვალიეროთ.