GemFest-ის კიდევ ერთი საჩუქარი მხოლოდ მათთვის, ვისაც ფესტივალის ბილეთი აქვს. 10 ივნისს, მე-5 პავილიონში, GemFest-ის ოფიციალურ პრე-ფართიზე, ლეგენდად ქცეული Âme დაუკრავს.
Âme-ს ივენთის მოსაწვევებს მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ, ვისაც GemFest-ის ბილეთი აქვს შეძენილი. GemFest-ის პრე-ფართიზე ფესტივალზე დასასწრები მულტიპასებიც გაიცემა. ვისაც სურს, რომ ანაკლიაში დამღლელი რიგი თავიდან აიცილოს, 10 ივნისს, 20:00 საათზე, Âme-ს ივენთზე შეძლებთ, GemFest-ის ბილეთი ფესტივალის მულტიპასში გადაცვალოთ.
Âme ორი გერმანელი მუსიკოსის, Kristian Beyer-ის და Frank Wiedemann-ის მუსიკალური პროექტია, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. მათი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2005 წლის რელიზს, Rej EP-ს უკავშირდება. ამავე წელს ცნობილ გერმანელ დიჯეისთან, Dixon-თან ერთად Âme-მ თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაუს პლატფორმა, Innervisions დააფუძნა. ლეიბლი მალე ისეთი არტისტების მასპინძელი გახდა, როგორებიც არიან Recondite, Henrik Schwarz, Marcus Worgull, Agoria და ა.შ. Âme-ს ლაივ პერფორმანსების ხარისხი Resident Advisor-ის მკითხველის რეიტინგშიც აისახა, რომლის მიხედვითაც გერმანული პროექტი უკვე სამი წელია (2013, 2014 , 2015) წლის საუკეთესო ლაივების სამეულში ხვდება. Resident Advisor-ის რეიტინგის მიხედვით, ისინი ასევე არ თმობენ პოზიციებს საუკეთესო დიჯეების ათეულში.
არ გაუშვათ ხელიდან შანსი, უფასოდ დაესწროთ 21 ივლისს, ბათუმში "ბლექ სი ჯაზ-ფესტივალზე", THE PRODIGY-ს კონცერტს და Âme/Gem-fest პრე-ფართის, 10 ივნისს, მე-5 პავილიონში!