გოგრის თესლი ხელს უშლის შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, წვავს ქოლესტერინს, ებერძვის ზედმეტ წონას და საგრძნობლად ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს.
გოგრა თავისთავად სასარგებლოა, მისი თესლი კი მდიდარია მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებებითა და ვიტამინებით, ისეთებით, როგორიცაა К ვიტამინი, მაგნიუმი, რკინა, კალციუმი და თუთია.
ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას
გოგრის თესლი არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. თუ ეს დაავადება გაწუხებთ, მიირთვით თესლი ყოველდღიურად.
ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას
კვლევების თანახმად, გოგრის თესლი ქოლესტერინის შემცველობას 13%-ით ამცირებს. გარდა ამისა, იგი არტერიულ წნევას დაბლა წევს, შესაბამისად, ამცირებს ინსულტის რისკს.
ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას
მინარევები, რომელთაც გოგრის თესლი შეიცავს, ეფექტურად ებრძვიან კიბოს უჯრედებს და გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ასე რომ, გოგრის თესლი სიმსივნის განვითარების რისკს 23%-ით ამცირებს.
შველის ოსთეოპოროზს
თუთიის მაღალი შემცველობის წყალობით, რაც აუცილებელია ძვლებისთვის, გოგრის თესლი ეფექტურად ებრძვის ოსთეოპოროზს. მხოლოდ 1 ჭიქის მეოთხედს გააჩნია ამ პროდუქტის დღე-ღამის რეკომენდებული ნორმის 17% მინერალი -თუთია.
ხელს უწყობს წონის კლებას
გოგრის თესლი მდიდარია ცილებითა და უჯრედისით, ამიტომაც იგი უზრუნველყოფს დანაყრების გრძნობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს
გოგრის თესლი ამსუბუქებს თავისა და სახსრების ტკივილს, ასევე სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომელთაც განწყობის ხშირი ცვლა აწუხებს.