წონაში დაკლების საუკეთესო საშუალება გახლავთ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება. არსებობს მთელი რიგი პროდუქტებისა, რომლებიც ხელს უწყობს ამ პროცესს.
ირანის მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ზედმეტი წონის სფეროში კვლევა ჩაატარეს. მათ 44 ქალისგან შემდგარი 2 ჯგუფი შექმნეს, ყველა მათგანს ზედმეტი წონა აწუხებდა.
3 თვის განმავლობაში 2-ვე ჯგუფის ქალები დღეში 500 კალორიაზე ნაკლებს იღებდნენ, იკვებებოდნენ მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებით. პირველი ჯგუფი 3 გრამ დაფქულ ხმელ ქონდარსა და 140 გრამ იოგურტს მიირთმევდა - ამ 2 ინგრედიენტს ერთმანეთში ურევდა. მეორე ჯგუფი კი მხოლოდ იოგურტს იღებდა. 3 თვეში ჯგუფმა, რომელიც იოგურტში ქონდარს უმატებდა, 7 კილოგრამით მეტი მოიკლო, ვიდრე მეორე ჯგუფის წევრებმა.