სახისა და სხეულის მოვლისას ყველაზე მნიშვნელოვანია ყელი! ასაკთან ერთად დაბერების პირველი ნიშნები ყელზე აისახება. საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი საშუალება, რომელიც ყელის კანს შესანიშნავად უვლის.
ნიღაბი-სკრაბი, რომელსაც ახლა გთავაზობთ – უბრალოდ, საოცრებაა. გაიკეთეთ ის კვირაში მხოლოდ ერთხელ და ეფექტი მართლაც ძალიან შთამბეჭდავი გექნებათ!
ინგრედიენტები:
2 ჩ/კ კურკუმის ფხვნილი
3/4 ჭიქა შაქარი
3-4 წვეთი ჩაის ხის ან ლავანდის ეთერზეთი
ზეთი 1/3 ჭიქა
ვანილი დანის წვერით
კეფირი
მომზადება და გამოყენება:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
წაისვით პასტისმაგვარი მასა კანზე. გაიჩერეთ 20 წუთი.
ჩამოიბანეთ წრიული მასაჟური მოძრაობებით.
სუფთა კანზე წაისვით კეფირი! ეს აუცილებელი პუნქტია: ყელის კანი კურკუმის ზემოქმედების შედეგად შეიძლება შეწითლდეს. კეფირი კანს დაამშვიდებს, დაატენიანებს და მოხსნის სიწითლეს.