პრინცესა დიანას თამამად შეიძლება თავისი დროის გმირი ვუწოდოთ. გავლენიანობის მხრივ, მას შეეძლო დედოფალ ელისაბედს გატოლებოდა, რომელიც დიანასი და პრინც ჩარლზის განქორწინების ინიციატორად გამოვიდა 1996 წელს.
ლედი დის კულტი მისი გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს არსებობას: თაყვანისმცემლები არ იშურებენ მის ქება-დიდებას, ზოგიერთი კი დედა ტერეზასაც ადარებს.
პრინცესა დიანას ისტორია უეცრად და ტრაგიკულად შეწყდა. მსოფლიოსთვის დანამდვილებით ცნობილი არ არის მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზისა და სამეფო კარის ინტრიგების დეტალების შესახებ, რომელთაც "გულების დედოფალს" ოჯახური ბედნიერება დაუმსხვრიეს.
შეუდარებელი ლედი დის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ მის ყველაზე ცნობილ გამონათქვამებს, რომლებიც უჩვენებენ, თუ როგორია სინამდვილეში პრინცესას ცხოვრება.
"ადამიანები ფიქრობენ, რომ მამაკაცი - თვითრეალიზაციის ერთადერთი საშუალებაა. მაგრამ ჩემთვის - სამუშაო ბევრად უკეთესი საშუალებაა".
"ვისურვებდი, თქვენი გულების დედოფალი გავმხდარიყავი, მაგრამ თავი ამ ქვეყნის დედოფლად ვერ წარმომიდგენია".
"მიყვარს, როცა ვმღერი, მაგრამ ჩემი ნამღერის მოსმენა შეუძლებელია, ისევე როგორც ჩემი ცეკვის ყურება. ვცეკვავ, როგორც სპილო. ამიტომაც არავინ მიყურებს ხოლმე:.
"ადამიანები 80-იანი წლების მერილინ მონროს მიწოდებენ, და ფიქრობენ, რომ ეს დიდი ბედნიერებაა".
"ქორწინებაში ჩვენ სამნი ვიყავით, მე კი არ მიყვარს ბრბო".
"მამაკაცებს ბავშვის გაჩენა რომ უწევდეთ, ერთის მეტი არ ეყოლებოდათ".
"მე კი მეგონა, რომ მოღალატე ქმრები ცოლებს რაღაც ნამდვილით და ღირებულით ასაჩუქრებდნენ!". (დიანამ შეიტყო, რომ პრინცმა ჩარლზმა საშობაოდ მისთვის სტრაზების ნაკრები მოამზადა საჩუქრად).
"ამ საუკუნის ყველაზე დიდი ავადმყოფობა გახლავთ ის, რომ ადამიანებს სწყინთ".
"მსურს შევდიოდე ოთახში, სააავადმყოფოს პალატაში მომაკვდავებთან, ვიჯდე ავადმყოფ ბავშვებთან და მუდამ ვგრძნობდე, რომ საჭირო ვარ. მსურს ვიმოქმედო, და არა ვიარსებო".
"მე არ ვემორჩილები წესებს, მე გულით ვხელმძღვანელობ, და არა თავით".
"მამაკაცები ქალებზე ნაკლებად სტყუიან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავიანთ გრძნობებზე საუბრობენ".
"ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მსურდა, მასთან ყველაფერი გამეზიარებინა და მეგონა, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ".
"ალერსს ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია, განსაკუთრებით - ბავშვებისთვის".
"გონების ფილოსოფიური წყობა - ეს გახლავთ სხვების უბედურების გათავისების ხელოვნება".
"ამბობენ, უმჯობესია, იყო ღარიბი და ბედნიერი, ვიდრე მდიდარი და უბედური. კომპრომისზე რას იტყვით, იყო ზომიერად მდიდარი და უბრალოდ ჭირვეული?".