კანთან დაკავშირებული პრობლემები ყველასათვის კარგად ნაცნობი თემაა და როგორც წესი, ჩვენ მათ გადაჭრას კოსმეტოლოგის დახმარებით ვცდილობთ; ამასთან, არც კი ვუფიქრდებით, რომ სწორი კვება - ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.
სამწუხაროდ, კანის იდეალური მდგომარეობისთვის მხოლოდ კრემები საკმარისი არ არის. ბრიტანელმა ფეისლიფტინგის სპეციალისტმა აბიგეილ ჯეიმსმა გაგვანდო, თუ რა სუპერპროდუქტები უნდა ჩავრთოთ ჩვენს რაციონში, რათა კანის მდგომარეობით კმაყოფილები დავრჩეთ.
მიზანი: კანი გამონაყარისა და პიგმენტური ლაქების გარეშე
რა უნდა მივირთვათ:
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს გახლავთ თუთია. ეს ელემენტი ძალზე მნიშვნელოვანია ჭრილობების სწრაფად შეხორცებისთვის, უჯრედების აღდგენისთვის, მათთვის, ვისაც აკნე აწუხებს. თუთიით მდიდარია ისპანახი, გოგრის თესლი და კაკაო. ასევე, მიირთვით შოკოლადი და მზესუმზირა.
რა არ უნდა მივირთვათ:
ერიდეთ ცხიმიან, გადამუშავებულ საკვებ პროდუქტებს.
მიზანი: სახის მეტად მკვეთრი ფერი
რა უნდა მივირთვათ:
დაიწყეთ Е ჯგუფის ვიტამინების აქტიურად მოხმარება. მათ შეუძლია კანის დატენიანება და იცავს მას თავისუფალი რადიკალებისგან. Е ვიტამინით მდიდარი კულტურებია: ხორბლის თავთავი, მარცვლოვანნი იოგურტებში, ქერის თავთავი.
კანი წითელი ლაქებით რომ არ დაიფაროს და ზედმეტად უფერული რომ არ იყოს, ორგანიზმისთვის საჭიროა ლიკოპინი. ამ ნივთიერებას შეიცავს წითელი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით, პომიდორი.
რა არ უნდა მივირთვათ:
ალკოჰოლი. ის ტვირთავს ღვიძლს, გაცლით ძალას და ორგანიზმში გროვდება ტოქსინები. შედეგი - უფერული კანი და შავი ლაქები თვალების ქვეშ.
მიზანი: ნაკლები ნაოჭი
რა უნდა მივირთვათ:
A ვიტამინი. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ვიტამინი მათთვის, ვისაც სიბერის ეშინია. სწორედ ის ანელებს დაბერების პროცესს ორგანიზმში და კერძოდ, კანის სიბერეს.
A ვიტამინით მდიდარია ცხიმიანი ამინომჟავები. მიირთვით ცხიმიანი წითელი თევზი, ღვიძლი, ნიორი. დაამატეთ რაციონში კარაქი, მდნარი ყველი, არაჟანი, ზღვის კომბოსტო და ბროკოლი.
რა არ უნდა მივირთვათ:
შაქარი, რადგან ის აჩქარებს გლიკოზილირების პროცესს, რომელიც სპობს კოლაგენსა და ელასტინს, რაც კანს არბილებს.
მიზანი: გლუვი კანი ორმაგი ნიკაპის გარეშე
რა უნდა მივირთვათ:
ამ შემთხვევაში თქვენთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ В3 (ნიაცინი). სწორედ მისი წყალობით ინარჩუნებს კანი ტენიანობას და იცავს გაღიზიანებისგან.
ნიაცინის საუკეთესო წყარო - ავოკადოა.
რა არ უნდა მივირთვათ:
კოფეინი კანის პირველი მტერია. ყავა იწვევს ნაოჭებს და აფართოებს ფორებს. ჩაანაცვლეთ ყავა მწვანე ჩაით, რომელიც ენერგიითაც მოგამარაგებთ და უსაფრთხოცაა.