მდოგვის ფხვნილი რამდენიმე თეთრი ღირს, ამასთან, სილამაზისთვის შესანიშნავი პროდუქტია. ანტიოქსიდანტების წყალობით, მდოგვი აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და კარგად ზემოქმედებს კანზე, თმაზე და ორგანიზმის მთლიან მდგომარეობაზე.
კუნთების დაძაბულობის, კრუნჩხვების, ტკივილისა და დაღლილობის მოსახსნელად, რეკომენდებულია თბილი აბაზანა მდოგვის ფხვნილით. ასეთი პროცედურა გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას, დაამშვიდებს ნერვულ სისტემას და დაარეგულირებს წნევას.
ყურადღება! რეკომენდებულია ინსტრუქციის მიხედვით ხელმძღვანელობა და ზუსტი პროპორციების დაცვა. მდოგვი არ უხდება მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს. იმის შესამოწმებლად, იწვევს თუ არა მდოგვი კანის გაღიზიანებას, გახსენით ფხვნილი თბილ წყალში კრემისებრ მასამდე და წაისვით კანის მცირე მონაკვეთზე.
თუ ორიოდ წუთში კანი არ გაგიწითლდათ, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საოცარი საშუალება.
მდოგვის აბაზანა
მოამზადეთ ეს აბაზანა გაციების პირველივე ნიშნებისას და საღამოს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ. თავს ახალშობილ ადამიანად იგრძნობთ! კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსი: მდოგვის აბაზანას ანტიცელულიტური ეფექტი გააჩნია.
საჭირო მასალა
• 200 გრ მდოგვის ფხვნილი
• 2 ჭიქა თბილი წყალი
გამოყენების წესი
გახსენით მდოგვი თბილ წყალში და ჩაასხით მზა აბაზანაში.
შეგიძლიათ დაიწყოთ ეს საოცარი პროცედურა! დაიფარეთ სახეზე ნატურალური ქსოვილი, რათა მდოგვმა თვალები და სასუნთქი ორგანოები არ დააზიანოს.
მიიღეთ აბაზანა 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყალი გადაივლეთ. გაიმშრალეთ და მოიცვით თბილი ხალათი.
მდოგვის ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ თმისთვისაც. განსაკუთრებით სასარგებლოა იგი ცხიმიანი თმის მფლობელებისთვის. შეურიეთ 1 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი და 0,5 ჭიქა კეფირი, წაისვით ნიღაბი დაუბანელ თავზე. 15 წუთში დაიბანეთ. ამ პროცედურის შემდეგ თმა უფრო სწრაფად გაიზრდება და შემცირდება ცხიმიანობა.
მდოგვის ფხვნილის ნიღაბი შესანიშნავად ატენიანებს სახის კანს. გახსენით 1 ს.კ. მდოგვის ფხვნილი მწვანე ჩაიში, მიიღეთ ფაფისებრი მასა, შემდეგ დაამატეთ 0,5 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. წაისვით ნიღაბი სახეზე და დაიბანეთ 15 წუთის შემდეგ. კანი გაახალგაზრდავდება, სისხლის გაძლიერებული მიმოქცევის წყალობით გაუმჯობესდება კანის ფერი.