ყოველდღიურად ჩვენს მუხლებს უდიდესი დატვირთვა ადგება. ჭარბი წონა, პასიური ფიზიკური აქტივობა ან პირიქით – დატვირთული, ასევე, გადატანილი ტრავმები, ასაკობრივი ცვლილებები და ასევე, არასწორი კვება – ყველაფერი ეს შესაძლოა, გახდეს მუხლების ტკივილის მიზეზი.
მაგრამ არსებობს მეთოდი, რომელიც შეგიმსუბუქებთ მტანჯველ ტკივილს, როცა მუხლის სახსრები შეგაწუხებთ. რა თქმა უნდა, უმჯობესია იმკურნალოთ კომპლექსურად და რადიკალურად შეცვალოთ ცხოვრების წესი, რათა აღარასოდეს შეგაწუხოთ დისკომფორტმა, მაგრამ ტკივილის უცებ მოსახსნელად ეს მეთოდი ნამდვილად გიშველით!
იმისათვის, რომ მოიხსნათ მუხლებში ტკივილი, დაგჭირდებათ მხოლოდ პირსახოცი!
მუხლების სახსრების გაჭიმვა
1. გააკეთეთ პირსახოცისგან მჭიდრო მუთაქა.
2. მოხარეთ ფრთხილად ფეხი მუხლში და მოათავსეთ ტერფი სკამის კიდეზე, რომელზეც თავად იჯდებით. დაიჭირეთ მოხრილი ფეხით პირსახოცი და ეცადეთ, მაქსიმალურად მოადუნოთ ფეხი.
3. დაჭიმეთ მუხლის სახსარი ფრთხილად. ასე სწრაფად დაიამებთ ტკივილს!
ზუსტად როგორ გააკეთოთ ეს პროცედურა, იხილეთ მოცემულ ვიდეოში.
დაიმახსოვრეთ, მუხლის შეშუპების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.