შვრიის ფაფა - იდეალური საუზმეა. შვრია ნატურალურ ანტიოქსიდანტს, მეთიონინს შეიცავს, რომელიც ნერვულ სისტემაზე დადებითად ზემოქმედებს; ასევე, ფოსფორსა და კალციუმს - მინერალებს, რომლებიც ძვლის ქსოვილებს ამაგრებს.
ცალკე უნდა აღინიშნოს შვრიის ფაფის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დადებითი ზემოქმედება. მისი წყალობით ორგანიზმიდან გამოიდევნება შლაკები და ტოქსინები. ამგვარად, შვრია შესანიშნავი სკრაბია.
შვრიის სკრაბის მომზადების 2 მეთოდი
ცივი სკრაბი
საღამოს 3 ს.კ. შვრიის ფანტელს დაასხით 1 ჭიქა ცივი (ანადუღარი) წყალი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ უცხიმო ნაღები ან რძე, თაფლი და ცოტაოდენი თხილი. ფაფის მიღების შემდეგ აკრძალულია საკვებისა და სასმლის მიღება 3 საათის განმავლობაში.
ცხელი სკრაბი
3 ს.კ. დაფქულ ჰერკულესს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი ან რძე, დადგით ნელ ცეცხლზე და მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. გემოს გასაუმჯობესებლად დაამატეთ ხილი, თხილი, ხილის ჩირი. ასევე რეკომენდებულია, ფაფის მიღების შემდეგ 3 საათის განმავლობაში არ მიირთვათ საკვები და სასმელი.
უკუჩვენება: შვრიის ფანტელის მიღება რეკომენდებული არ არის ადამიანებისთვის, რომლებიც გლუტეინს ვერ ითვისებენ და აწუხებთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.