ქალები ერთობ ამოუცნობი არსებები არიან. თეორიულად ბევრი მათგანი ოცნებობს მეოჯახე, მშვიდ და გაწონასწორებულ კაცზე, რეალურად კი მათ გულს ძალზე ხშირად უხეში, უყურადღებო და დიქტატორი მამაკაცი, ე.წ. "ცუდი ბიჭი" იპყრობს.
თუმცა დღეს "ზოდიაქოს მაჩოებზე" არ ვსაუბრობთ. დღევანდელი სტატიის თემა საუკეთესო მეოჯახეების სამეული იქნება – ანუ მამაკაცები, რომელთა უმრავლესობასაც ქალების დიდი ნაწილი საკმაოდ გვიან ამჩნევს და მხოლოდ მრავალწლიანი, ერთობლივი ოჯახური ცხოვრების შემდეგ აფასებს. თუმცა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, ხომ გაგიგონიათ...
კურო – ერთი შეხედვით სიტყვაძუნწი, ფლეგმატური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. კუროს არ უყვარს ქალის მოსახიბლად მალაყების კეთება. იგი ზედმეტად მიწიერი არსებაა საიმისოდ, რომ საყვარელი არსების გულის მოსაგებად ათასგვარი სახის ექსტრავაგანტური სისულელე ჩაიდინოს (ასეთები მშვილდოსნებსა და მერწყულებს შორის მოიკითხეთ).
სამაგიეროდ, თუკი მისი ნდობა დაიმსახურეთ სამომავლოდ მისგან კომფორტული და მშვიდი ცხოვრების მყარ გარანტიას მიიღებთ. ეს კაცი ვარდისფერ კოშკებს არასოდეს ააშენებს თქვენი სიმპათიის მოსაპოვებლად. სამაგიეროდ, მის გვერდით ნებისმიერი ცხოვრებისეული უსიამოვნებისგან იქნებით დაცული მყარად – კურო იშვიათი მესაკუთრე ნიშანია. შესაბამისად, თავის საკუთრებას იგი თვალისჩინივით უვლის და უფრთხილდება.
კირჩხიბი – შესაძლოა თავდაპირველად მისმა ემოციურობამ და ოჯახთან მიჯაჭვულობამ ამ კაცთან ურთიერთობის გაბმის სურვილი დაგიკარგოთ. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ სანამ კირჩხიბ თაყვანისმცემელს საბოლოოდ გაუყენებთ "ყოფილების" გზას კარგი იქნებოდა დაფიქრება. იგი იდეალური კულინარი, მზუნველი ქმარი და დედის ფუნქციებით აღჭურვილი მამა იქნება თქვენი შვილისთვის. მას შეუძლია გაგანებივროთ ყველაფრით, რასაც ისურვებთ, ამასთან ერთად აქცენტს ყოველთვის ხარისხზე გააკეთებს და არა რაოდენობაზე.
მის სიძუნწეზე მოარული მითები იმ პერიოდიდან დაკარგავს ძალას, როცა თქვენ ამ კაცის გულში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებთ. ამის შემდეგ მოწუწუნე, დეპრესიული კირჩხიბი თქვენ წინაშე სრულიად ტრანსფორმირდება და მისი სახით მზრუნველ, მოსიყვარულე და ერთგულ მეუღლეს შეიძენთ.
P.S. პერიოდულად თუ დედის რჩევებსაც იზიარებს ეს ცოდვა როგორმე აპატიეთ. განაგრძეთ კითხვა