აირანს ადამიანები საუკუნეების მანძილზე სვამენ.
ამბობენ, რომ ის მომთაბარე ტომებმა მოიგონეს, რათა სიცხისგანაც გათავისუფლებულიყვნენ და შიმშილის გრძნობაც მოეკლათ.
გარდა ამისა, აირანს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს და მისის დალევა სასურველია დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის, რადგან აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ამის წყალობით კი ადამიანი ზედმეტ კილოგრამებს იკლებს.
როგორ მოვამზადოთ გასახდომი და გასაახალგაზრდავებელი აირანი
დაგჭირდებათ: 1 ლიტრი რძე, 100 გრამი დედო (კეფირი, არაჟანი, მაწონი), 50 გრამი ოხრახუში, 50 გრამი კამა, მარილი - გემოვნებით.
მომზადება:
1. აადუღეთ რძე და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
2. დაუმატეთ რძეში დედო და კარგად მოურიეთ.
3. ჩაასხით მიღებული ნარევი ქილაში და დაახურეთ ხუფი.
4. შეფუთეთ ქილა და თბილ ადგილას დღე-ღამე გააჩერეთ.
5. წვრილად დაჭერით ოხრახუში და კამა.
6. ერთმანეთში გადაურიეთ. დაუმატეთ მარილი.
7. მწვანილიანი ქილა გასაცივებლად მაცივარში შეინახეთ.
აირანი დღეში 200 გრამი გაგრილებული უნდა მიირთვათ. მაქსიმალური ეფექტისთვის დალიეთ საღამოს, ვახშმის ნაცვლად. გასახდომად მიიღეთ 2 თვის განმავლობაში. აირანი უსაფრთხო საშუალებაა წონაში დასაკლებად.
გარდა ამისა, აირანით შეგიძლიათ მოამზადოთ ხილისა და ბოსტნეულის წვნიანი, კოქტეილი და სმუზი.