პიგმენტური ლაქები – ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. ის საკმაო დისცომფორტს ქმნის განსაკუთრებით მაშინ, როცა სახეზე ჩნდება. მაგრამ ხალხური მედიცინის წყალობით მარტივად შეგვიძლია მასთან გამკლავება.
ამჯერად გთავაზობთ ერთ ნაცად მეთოდს. დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ინგრედიენტი - ქრისტესისხლა. უფრო სწორედ მისი ნაყენი.
ნახარშის მოსამზადებლად უმჯობესია ახალდაკრეფილი მცენარე გამოიყენოთ და არა გამხმარი.
მასალა:
1 ს/კ დაჭრილი ქრისტესისხლას ფოთლები
150 მლ წყალი
მომზადება და გამოყენება:
დაასხით წვრილად დაჭრილ მცენარის ფოთლებს ადუღებული წყალი და გააჩერეთ, სანამ არ გაცივდება. შემდეგ გადაწურეთ. მიღებული ლოსიონით იწმინდეთ სახე ყოველდღიურად ძილის წინ.
ყოველდღიურად მოამზადეთ ახალ-ახალი ნაყენი. და სახის მთლიანად გასაწმენდად იტარეთ ეს პროცედურა 2 თვის განმავლობაში.