მეტალოპლასტმასის ფანჯრების ფართო გავრცელებამ დიასახლისებს ახალი ამოცანები დაუსახა: ახალი, ქათქათა რაფა მალევე კარგავს პირვანდელ იერსახეს.
ჩვენ მოგითხრობთ, თუ როგორ გაწმინდოთ პლასტიკური რაფები ჭუჭყისგან.
როგორ გავწმინდოთ მეტალოპლასტმასის რაფა
ჩვეულებრივი ჭუჭყის მოსაცილებლად გამოიყენეთ სველი ხელსახოცები.
ფლომასტერის, იოდის, "ბრილიანტის მწვანეს" კვალის მოსაშორებლად შეგიძლიათ ნიშადურის სპირტზე დამზადებული საშუალების გამოყენება, რომლითაც მინას წმენდენ.
თუ ლაქებს ვერ უმკლავდებით, მოამზადეთ ფაფისებრი მასა მათეთრებელი სარეცხი ფხვნილისა და წყლისგან, წაუსვით ლაქებს და დატოვეთ 15 წუთით.
მოხერხებული "ღრუბელი": მოათავსეთ სარეცხი საპონი კაპრონის უსარგებლო წინდაში.
ჟანგის ლაქები გაწმინდეთ გაუხსნელი ძმრის ესენციით. გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.
რაფას უწინდებურ სიქათქათეს დაუბრუნებს ქლორის შემცველი მათეთრებელი.
შავი ობის წინააღმდეგ გამოგადგებათ საკვები სოდა. მოამზადეთ სოდისა და წყლისგან ფაფისებრი მასა და წაუსვით ლაქებს. დატოვეთ 30 წუთით, შემდეგ კარგად გაწმინდეთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი: თავი რომ აარიდოთ რაფის ლაქების გაწმენდის უსიამოვნო პროცედურას, გადაწმინდეთ ხშირად. ახალი ლაქები იოლად მოსცილდება.