ზეთში შემწვარი პროდუქტები
ზეთში მომზადებული კერძები საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის, ქალებისთვის - განსაკუთრებით.
ეს კერძები ხელს უშლის საკვების მომნელებელი ორგანოების სწორ მუშაობას, ცელულიტისა და კანის პრობლემების გამომწვევია.
შეცვალეთ შემწვარი საკვები გრილზე მომზადებულით. ასე შეინარჩუნებთ სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმს.
თეთრი პური და მაკარონი
პურისა და მაკარონის ზედმეტი მოხმარება იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს (ქალების შემთხვევაში უფრო ხშირად). ჩაანაცვლეთ ეს პროდუქტები დიეტური "ხლებცით", შავი პურითა და მაგარი ხორბლისგან დამზადებული მაკარონით.
მარგარინი
მარგარინი რეკორდსმენია მცენარეული ცხიმის შემცველობით, ამცირებს "კარგი" ქოლესტერინის შემცველობას და ზრდის "ცუდის" შემცველობას. ჩაანაცვლეთ მარგარინი კარაქით.
თეთრი ბრინჯი
ბრინჯი წარმოადგენს რაღაც საშუალოს კარტოფილსა და მაკარონს შორის. ჩაანაცვლეთ თეთრი ბრინჯი ყავისფერით, რომელიც B ვიტამინითა და მინერალური ნივთიერებებითაა მდიდარი.
შაქარი
შაქარი სპობს ქალის იმუნურ სისტემას, ნივთიერებათა ცვლის დისბალანსს იწვევს და საერთოდ, არაფერი კარგის მომტანი არაა. ჩაანაცვლეთ შაქარი სასარგებლო თაფლით.