თუ ფიქრობთ, რომ წონაში დაკლება დიეტებისა და სპორტის გარეშე რთული ამოცანაა, ძალიან ცდებით.
სინამდვილეში, ზედმეტი კილოგრამების დაგროვების უამრავი ფაქტორი არსებობს. ყველაზე გავრცელებული - სტრესი, დაძაბულობა და ორგანიზმში დისბალანსია.
ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენს ორგანიზმს ჰორმონები მართავს, ორგანიზმში მათი სწორი პროპორცია კი კარგ განწყობას და ბალანსს უზრუნველყოფს. სტრესისა და დაძაბულობისას, ორგანიზმი გამოიმუშავებს ისეთ ჰორმონებს, რომლებიც შიმშილის გრძნობას იწვევს. ამიტომაც პოზიტიური განწყობა, ჰარმონია და დილით საკუთარი თავისთვის 20 წუთის დათმობა განაპირობებს წონაში მარტივ დაკლებას დიეტებისა და სპორტის გარეშე.
გარდა ამისა, გახდომის საწინდარი გახლავთ რაციონში სასმელი წყლის უხვად მოხმარება. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ დაგეხმარებათ ეს სასურველი შედეგის მიღებაში.
წყლის დიეტა
მადლიერება
ჯერ კიდევ ლოგინში წოლისას იფიქრეთ მადლიერებაზე. დიახ, დიახ, მადლიერება იმისთვის, რაც გაგაჩნიათ, განგაწყობთ პოზიტიურად მთელი დღის განმავლობაში. პოზიტიური აზროვნება კი ბედნიერების ჰორმონებს ასტიმულირებს, რომლებიც სტრესს აქრობს.
გაიჭიმეთ
გაიჭიმეთ და გაიუმჯობესეთ პლასტიკურობა. გაჭიმვა ეხმარება კუნთებში დაძაბულობის მოხსნას და ასტიმულირებს ბედნიერების ჰორმონების ენერგიის გამომუშავებას.
დალიეთ ჭიქა წყალი
წყალი ეხმარება ორგანიზმს "დაქოქვაში" და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს 30%-ით. რაც უფრო სწრაფად გადის ის, მით უფრო სწრაფად წვავთ კალორიებს ძალდაუტანებლად.
გამოიყენეთ ტანის ჯაგრისი
ჩვენი სხეული გარემოს ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ ექცევა, ეს კი ზემოქმედებს ჰორმონებზე, რომლებიც წონას აკონტროლებს. ტანის ჯაგრისით გაწმენდის პროცესი ასტიმულირებს ლიმფატიკური სისტემის მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაზე.
ნუ გამოტოვებთ საუზმეს
ყოველი დილა დაიწყეთ საუზმით. თუნდაც დრო არ გქონდეთ, იქნება ეს ვაშლი თუ კრეკერი, რაიმე მიირთვით აუცილებლად, რათა ორგანიზმი აიძულოთ იმუშავოს. ადამიანები, რომლებიც საუზმეს ტოვებენ, შიმშილს გამძაფრებულად გრძნობენ.
ამგვარად, დილის 20-წუთიანი რიტუალი დაგეხმარებათ, იყოთ მუდამ ფორმაში მტანჯველი დიეტებისა და ფიზიკური ვარჯიშების გარეშე.