ჩვენ გვიყვარს პროდუქტები, რომლებიც არ ღირს ძვირი და მათი გამოყენება ბევრნაირადაა შესაძლებელი. ტალკი ერთ-ერთი მათგანია.
ცხიმიანი თმისთვის
თუ თმა სწრაფად გიცხიმიანდებათ, ტალკი დაგეხმარებათ. ის ღია ფერის თმაზე უფრო ეფექტურია. გამოიყენეთ, როგორც მშრალი შამპუნი. დააფრქვიეთ სავარცხელზე და შემდეგ თმა კარგად დაივარცხნეთ. ეს მეთოდი გამოგადგებათ მაშინაც, თუ სადმე ხართ წასასვლელი და თავის დაბანას ვერ ასწრებთ.
მაღალქუსლიან ფეხსაცმელში
თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ტალკს ჩაყრით, ფეხისგულები მშრალი გექნებათ, აღარ ისრიალებს ფეხსაცმელში.
ოთახის მცენარეების დასაცავად
იმისათვის, რომ ქოთანში ყვავილის ფესვები არ დალპეს, მიწას ტალკი შეურიეთ.
წამწამებისთვის
წამწამები უფრო ხშირი გამოჩნდება, თუ ტუშის წასმამდე ტალკს დააყრით.
ლაქების საწინააღმდეგოდ
თეთრ ქსოვილზე ოფლის ყვითელ ლაქებს ტალკი მოაშორებს, თუ იღლიების ადგილზე დააყრით და ისე დააუთოებთ.
პლაჟზე
ტალკის დახმარებით ადვილად მოიშორებთ ფეხებზე მიკრულ ქვიშას.
სახლის დალაგების დროს
ვიდრე რეზინის ხელთათმანებს გაიკეთებთ, ხელები ჯერ ტალკში ამოურიეთ, რომ შემდეგ ადვილად გაიხადოთ.
ჭიანჭველების წინააღმდეგ
ტალკი შესანიშნავი საშუალებაა ჭიანჭველების შესაშინებლად, რომლებმაც თქვენს სახლთან გზა გაიკეთეს.
მუწუკების სამკურნალოდ
პატარა მუწუკები ადვილად მოგირჩებათ, თუ მათ ტალკს დააყრით. ის შესანიშნავად აშრობს.
დეპილაციის შემდეგ
დეპილაციის შემდეგ დაიყარეთ ფეხებზე ტალკი. ის ძალიან კარგად დაამშვიდებს კანს.
ზეწარზე
სიცხეში ზეწარი რომ გააგრილოთ, ცოტა ტალკი მოაყარეთ. სასიამოვნო იქნება ამგვარად დაძინება და ზეწარიც არ დასველდება ოფლისგან.
აბურდული ჯაჭვის გასახსნელად
თუ ჯაჭვი აგებურდათ, ტალკი დააყარეთ, შემდეგ კი ნემსის საშუალებით დაიწყეთ გამოხსნა.