არავინ არ ისურვებდა იმ ხალხის წინაშე შერცხვენას, რომელსაც ძალიან უყვარხარ და გაფასებს. მით უმეტეს - ვარსკვლავები! ბევრი მათგანი არაერთხელ მოხვედრილა უხერხულ სიტუაციაში, უამრავი ხალხის თვალწინ.
აი, ისინიც!
ბიონსე
დედოფალი ბი რატომღაც ყველაზე ხშირად ხვდება უხერხულ სიტუაციებში, საკუთარ კონცერტებზე. ხან კიბეზე ეცემა, ხანაც კაბა აუფრიალდება და მთელი პუბლიკა ხედავს მის კრემისფერ ბანდაჟს. ერთხელ მომღერალს თმა ვენტილატორში მოყვა და კინაღამ ქაჩალი დარჩა.
ტეილორ სვიფტი
ბიონსეს კიდევ ეპატიება მოჭერილი ბანდაჟის ჩაცმა (მისი ფორმების გათვალისწინებით), მაგრამ პანტალონები ტეილორ სვიფტზე - ცოტა არ იყოს, უცნაურია.
სელენა გომესი
სელენას რაღაში სჭირდება 50 წლის ზემოთ ქალებისთვის განკუთვნილი საცვალი? - ძალიან უცნაურია! ოჰ, ეს სცენური სტილი...
ბრიტნი სპირსი
ბრიტნის კონცერტის დროსაც მომხდარა კურიოზი, რომელიც ასევე საცვალს ეხება. უფრო სწორად კი, მის არქონას... სცენაზე შემთხვევით მისი სასცენო კოსტიუმი გაიწელა და ყველამ კარგად დაინახა, რომ მის შიგნით ბრიტნის არაფერი ეცვა. მოცეკვავე მამაკაცი შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
ლედი გაგა
ლედი გაგა ნამდვილად პირველ ადგილს დაიკავებდა იმ ვარსკვლავების რეიტინგში, რომლებიც ყველაზე ხშირად ეცემიან. რა გასაკვირია, თუ მის პლატფორმებს გავითვალისწინებთ?