ქალები ხშირად წუწუნებენ, რომ მათ მიმართ საყვარელი მამაკაცი არასათანადო ყურადღებას იჩენს, რომ არცთუ ისე ხშირად ჩუქნის საჩუქრებს. არადა, ყველას სურს, რომ სიურპრიზებს ხშირად და უმიზეზოდ უკეთებდნენ.
ქალები მიიჩნევენ, რომ მათი რჩეული არ აფასებს, ენანება ფულის ხარჯვა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. იმისათვის, რომ მამაკაცისგან საჩუქრები ხშირად მივიღოთ, საჭიროა რამდენიმე საიდუმლოს ცოდნა.
საჩუქარი საყვარელ ქალს
რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტს მიიღებ
ეცადეთ, საყვარელ მამაკაცს მეტი დრო დაუთმოთ, ის ამას აუცილებლად დააფასებს. გამოიჩინეთ მზრუნველობა გემრიელი ვახშმის, გაუთოებული პერანგის ან თუნდაც მასაჟის სახით. მამაკაცს გაუჩნდება სურვილი, საუკეთესო საჩუქრით დაგასაჩუქროთ.
ნუ გაჩუმდებით, როცა განიცდით
სამწუხაროდ, მამაკაცებმა ჯერ ვერ ისწავლეს აზრების წაკითხვა. თუ თვლით, რომ საყვარელ ადამიანს ყურადღებას არ აკლებთ, მისგან კი იმავეს არ იღებთ - ესაუბრეთ ამაზე.
იყავით მადლიერი მზრუნველობისთვის
უნდა გამოხატოთ ემოციები და იყოთ მადლიერი მზრუნველობის ნებისმიერი გამოვლენისას. აუცილებლად გაუსვით ხაზი საყვარელი მამაკაცის ღირსებებს.
მიუთითეთ სარგებელზე
მამაკაცები ხშირად ვერ ხვდებიან, რაში სჭირდებათ ქალებს ფეხსაცმლის 25-ე წყვილი. მათ სურთ გაიგონ, რაში მდგომარეობს შენაძენის სარგებელი. უნდა აუხსნათ, რომ სწორედ ამ ფეხსაცმელში იქნებით შეუდარებელი და თქვენი რჩეული იამაყებს, რომ გვერდით ასეთი მომხიბვლელი ქალი ჰყავს.