არასასურველი თმის მოცილება ქალებისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენს. იღლიის კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. გარდა იმისა, რომ აქ საოფლე ჯირკვლებია, სხეულის ეს ნაწილი ძალზე მგრძნობიარეა.
იღლიის დეპილაცია
არასასურველი თმის მოცილება შესაძლებელია საშუალებებით, რომლებიც ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში იყიდება.
კურკუმა
კურკუმა თმის ზრდის პროცესს ანელებს. შეურიეთ 1 ს.კ. კურკუმა და 2 ს.კ. რძე. წაისვით მიღებული პასტა იღლიებში, გაიჩერეთ, სანამ ბოლომდე არ გაშრება და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
ლიმონი და შაქარი
შეურიეთ 2 ს.კ. ლიმონის წვენი და 1 ს.კ. შაქარი. მიღებული პასტა წაისვით იღლიებში და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ გაიწმინდეთ სველი ქსოვილით.
კვერცხი და სიმინდის ფქვილი
შეურიეთ 1 კვერცხი და 1,5 ს.კ. სიმინდის ფქვილი. წაისვით მიღებული მასა იღლიებში და გაიჩერეთ, სანამ ბოლომდე არ გაშრება. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
წარმოდგენილი მეთოდებიდან ნებისმიერის კვირაში ერთხელ გამოყენების შემდეგ უკვე 1 თვეში შენიშნავთ შედეგს - თმა საგრძნობლად შემცირდება, შემდეგ კი საერთოდ გაქრება.