დედას შვილის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის, თავად კი მუდამ ჩრდილში დგას. გადავწყვიტეთ, ქართველი ლამაზმანების დედები გაგაცნოთ.
მანანა ფაცაცია
მომღერალს, მოდელს და ტელეწამყვანს, თიკა ფაცაციას ყველა იცნობს, თუმცა მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია ნაკლებად არის ცნობილი. თიკას წარმატებაში დედას დიდი წვლილი მიუძღვის. მანანა ფაცაცია წარმატებული მოჭადრაკე იყო, თუმცა შვილების გამო კარიერაზე უარი თქვა. თიკა ფაცაციას დედა დღემდე გვერდით უდგას და ახლა უკვე შვილიშვილების აღზრდაში იღებს მონაწილეობას.
ლანა სიხარულიძე
უმშვენიერესი დედა ჰყავთ ულამაზეს მოდელებსა და ტელეწამყვანებს, ანი და ლიკა ქორქიებს. ლანა სიხარულიძე შვილებს სილამაზით არ ჩამოუვარდება, ის ამჯერად ტურისტული ბიზნესით არის დაკავებული. ცნობილი მოდელების დედა ასევე ცნობილია იმით, რომ განსაკუთრებით ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, თუმცა ამის აფიშირებას საჯაროდ ყოველთვის ერიდება.
ნატა გეჩუაშვილი
ნატა გეჩუაშვილი ცნობილი ტელეწამყვანის და მოდელის, გვანცა დარასელიას დედაა. დედა-შვილს მეგობრული ურთიერთობა აქვს და შეიძლება ითქვას, დებივით არიან. ნატა გეჩუაშვილი პროფესიით ექიმი-რადიოლოგია, ის ტატიშვილის კლინიკაში მუშაობს. მედიცინის პარალელურად, ნატა გეჩუაშვილი წერს ლექსებს, მის ლექსებზე არაერთი სიმღერა არის შექმნილი. სიმღერა თავადაც ეხერხება და მეგობრების წრეში მღერის. ნატა გეჩუაშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი ლექსების კრებული გამოსცა. იხილეთ სრულად