XX საუკუნის 60-იან წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი, პროფესორი დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი ინგლისური ენის კათედრაზე ლექცია-სემინარებს კითხულობდა. მან საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებაში.
გასული წლის მიწურულს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის მოღვაწეობიდან 50 წლისთავი და საქართველოს ბაგრატოვანთა სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონისადმი მიძღვნილი გახსენების საღამო გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ თსუ-ის რექტორის მრჩეველი ბატონი ირაკლი მურცხვალაძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები...
ბრიტანულ-ქართული სიყვარულის ამბავი
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდი დაიბადა ინგლისის საგრაფოში. იგი ერთადერთი შვილი იყო ოჯახში. მისი მშობლები: მამა - ჰენრი ჯეიმს ლოიდი და დედა - მარია როზმერი ჰანოვერი-ლოიდი დიდგვაროვანი ლორდები და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ... ჰანოვერთა გვარის მემკვიდრეა მისი სამეფო უდიდებულესობა, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მეთაური დედოფალი ელისაბედ II და მისი სრული სახელი და გვარია - ელიზაბეთ ალექსანდრა მერი უინძორი (ყოფილი ჰანოვერი).
ბრიტანეთში უინძორთა დინასტია გაერთიანებული სამეფოს დინასტიაა, რომელიც ჰანოვერთა დინასტიის მემკვიდრეა 1901 წლიდან, მისი უკანასკნელი წარმომადგენლის -დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ.
პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილი ანტიგერმანული სიტუაციის გამო, ჯორჯ V-მ გამოაცხადა, რომ დედოფალ ვიქტორია ჰანოვერის შთამომავლებს უინძორის გვარი უნდა მიეღოთ, რის გამოც, დღეს დედოფალი ელისაბედ II გვარად უინძორია და არა ჰანოვერი. თუმცა, ლორდ სტივენ ჰენრი ლოიდის დედამ არ მიიღო უინძორის გვარი და ქორწინების შემდეგ ქმრის გვარზე გადასვლისას ორივე გვარი გააერთიანა - ჰანოვერი-ლოიდი... სტივენი ბეჯით მოსწავლედ ითვლებოდა. მან კარგად იცოდა ისტორია და ლიტერატურა და უცხო ენებით იყო გატაცებული, მათ შორის რუსულით... უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ახალგაზრდა ფილოლოგი, დოქტორი, ლორდი სტივენ ჰენრი ლოიდი გასული საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა რუსეთში იმყოფებოდა და მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში... პირველად, სწორედ საბჭოთა რუსეთიდან დაიწყო მისი სასიყვარულო რომანი, სადაც ის სრულიად შემთხვევით შეხვდა დიდგვაროვან ქართველ გოგონას, საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენელს - ქეთი ერეკლეს ასულ ბაგრატიონს და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა... განაგრძეთ კითხვა