ტოპ- მოდელები ფოტოებზე იდეალურად გამოიყურებიან. ჩვენ გავარკვიეთ, როგორ უვლიან ისინი სახის კანს.
1. ლინეისი მონტერო
”ლერწმის შაქარსა და ყვავილის თაფლს ერთმანეთში ვურევ და სახეზე ვისვამ. შემდეგ წრიული მოძრაობით ვიზელ კანში. უკეთესი სკრაბი ჯერ არ მოუგონიათ. პროცედურის შემდეგ დამატენიანებელ კრემს ვისვამ".
2. მარტა ჰანტი
"იაპონელი ქალების სახის კანის მშურს. ვცდილობ, ისეთი კოსმეტიკური საშუალებები შევარჩიო, რომლის კომპონენტებია: ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მინერალები და ორგანული მჟავები”.
3. გრეტა ვალეზე
”ბიუთი-მანიაკი ვარ. სახის კანის მოვლა რიტუალად ვაქციე. ჯერ სახეს რძით ვიბან, შემდეგ ტონიკს ვისვამ, მერე - დამატენიანებელ კრემს. თითოეულ ეტაპს სამ წუთს ვუთმობ. საღამოს მაკიაჟს მუსით ან ტონიკით ვიბან, ვისვამ მკვებავ კრემს. კვირაში ერთხელ ვიკეთებ ორთქლის აბანოს, პილინგს, შემდეგ 15-30-ით ვიკეთებ დამატენიანებელ ნიღაბს და აუცილებლად ვუსმენ კარგ მუსიკას. ნიღბის შემდეგ: ტონიკი და ისევ დამატენიანებელი კრემი”.
4. უილოუ ჰენდი
”კანის გაწმენდის შემდეგ ნიღაბს ვიკეთებ, შემდეგ დამატენიანებელ კრემს ვისვამ. აუცილებლად ვისვამ სახეზე ვიტამინ B 12-ს. იგი კანს აცოცხლებს”.
5. ეშ უოკერი
”მგონია, რომ სახე ნაოჭებით მაქვს დაფარული და ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს ორ საათში ერთხელ ვისვამ. კანს დამატენიანებელი კრემიც სჭირდება, ვიწმენდ კოსმეტიკური ხელსახოცებით. მაკიაჟს კი მხოლოდ პოდიუმისთვის ვიკეთებ”.
6. ჯესიკა ბარტა-ლემი
”საღამოობით კანს ზეითუნის ზეთით ვიბან. შემდეგ ვისუფთავებ კანს კოსმეტიკური ხელსახოცით, გელით ან ქაფით. დამატენიანებელი კრემიც ზეითუნის ზეთზე მაქვს დამზადებული”.
7. ჯულია ვან ოსი
”ძილის წინ სახეზე ვაზელინს ვისვამ და ისე ვიძინებ. დილით კანი გადატკეცილი და ხავერდოვანი მაქვს. არც ერთი კრემი არ აძლევს ასეთ შედეგს. ზეწრის გარეცხვა, რა თქმა უნდა, რთული არაა”.
8. მედისონ უიტაკერი
”განსაკუთრებული საიდუმლოებები არ მაქვს. მაკიაჟს მხოლოდ მუშაობის დროს ვიკეთებ. ისე არ დავიძინებ, თუ კანს არ გავისუფთავებ. ყოველ დილით სახეზე სელის ზეთს ვისვამ. მის დაფქულ თესლს (2 ს/კ) ვიყრი საუზმეზე ფაფაში”.
9. პაულინ ჰორო
”დღის განმავლობაში ბევრ წყალს ვსვამ. ალბათ, ორ ლიტრზე მეტს. არ ვჭამ მავნე საკვებს (კონსერვს, შემწვარს). თვეში ერთხელ მივდივარ კოსმეტოლოგთან. ყოველდღიურად, დამატენიანებელი კრემისა და დასაბანი ქაფის გარდა, არაფერს ვხმარობ”.
10. ისაუნი ბრიტო
”მხოლოდ ნატურალურ კოსმეტიკას ვაღიარებ. მაკიაჟს ნუშის ზეთით ვიშორებ, ავოკადოს ვაბლენდერებ და ნიღაბივით ვისვამ სახეზე, სანამ არ მომბეზრდება”.
11. ჯული ჰუმანსი
”კოსმეტიკური საშუალებების ფანი არ ვარ. ერთი დამატენიანებელი კრემი მაქვს, რომელსაც დილა-საღამოს ვისვამ. ფულს ბრენდებში არ ვყრი. ვზღუდავ მავნე საკვების მიღებას, ნატურალური პროდუქტით ვიკვებები და ბევრ წყალს ვსვამ”.