შვილის გაჩენის შემდეგ წონაზე კონტროლი დაკარგა და ბოლოს სარკეში ჩახედვის რცხვენოდა. 23 წლის 135 კილოს იწონიდა სწორედ მაშინ გადაწყვიტა ბრძოლის დაწყება ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ.
ნატალი 20 წლის დაფეხმძიმდა, სწრაფად აკრიფა წონა, ბავშვი დროზე ადრე გააჩინა და ექიმებმა აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. "მთელ დროს ლეიტონს ვუთმობდი, საკუთარ თავზე არ ვზრუნავდი და შედეგმაც არ დააყოვნა. მშობიარობიდან 3 წლის შემდეგ სარკიდან დაღლილი, დაბერებული, მსუქანი ქალი მიმზერდა".
თავდაპირველად სკვერში, ტბის გარშემო, ბავშვის ეტლთან ერთად 2 კმ-ის გავლა შემეძლო.
"ვიგრძენი, როგორ დავკარგე ძალა და ენერგია, მაგრამ მეორე ჯერზე უფრო მსუბუქად ვიგრძენი თავი".
ხანგრძლივ სეირნობას ფეხით და ჯანსაღ კვებას სპორტადრბაზში ვარჯიშიც დაემატა.
ახალგაზრდა დედა გრძნობდა, რომ ვარჯიშის შემდეგ შვილის მოსავლელად ძალა და ენერგია ემატებოდა. წელიწად-ნახევარში ზედმეტი 60 კილოსგან გათავისუფლდა. მაგრამ ფიზიკური აქტიურობა არაა ერთადერთი საშუალება, რაც ნატალის გახდომაში დაეხმარა.
"ადრე არ მაღელვებდა წყალს დავლევდი თუ არა. ახლა წყლის მიღებას ვაკონტროლებ. გარდა ამისა, ძირითადად ხილითა და ბოსტნეულით ვიკვებები და ბევრ წყალს ვსვამ. ასეთი რეჟიმი ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება".
ახლა ნატალი 75 კილოს იწონის. ზედმეტ წონასთან მებრძოლი მარტოხელა დედის რჩევა მარტივია: "დაიწყეთ მცირედით. ისიც კი გაგრძნობინებთ თავს უკეთ. თუ დაძაბული დღე მქონდა, ვიცი, რომ ვარჯიში ყველა უსიამოვნებას, დაღლილობას მომიხსნის. ის საუკეთესო თერაპიაა".