ჭაღარა, ადრე თუ გვიან, ნებისმიერ ადამიანს უჩნდება. ხანდახან ეს ნაადრევად ხდება. ფაქტორი უამრავია - გენეტიკა, დაბინძურებული გარემო, სტრესი, არასწორი კვება, ზოგიერთი დაავადება, მაგალითად ჰორმონალური დისბალანსი ან ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია.
როდესაც ჭაღარას ვამჩნევთ, ვცდილობთ, მისგან სწრაფად გავთავისუფლდეთ - ქიმიური საღებავით ვიღებავთ, რაც თმასა და ჯანმრთელობას აზიანებს.
დღეს ჩვენ თმის ნატურალური ფერის აღსადგენი უსაფრთხო საშუალების რეცეპტს შემოგთავაზებთ:
როგორ დავიბრუნოთ თმის ბუნებრივი ფერი
ქოქოსის ზეთი და ლიმონი - ორი სასწაულმოქმდედი კომპონენტია, რომლებიც დაგეხმარებათ თმის აღდგენასა და ნაადრევი ჭაღარის თავიდან არიდებაში.
ქოქოსის ზეთი დადებითად ზემოქმედებს კანზე და თმაზე, ამაგრებს მას და ბრინვარებას სძენს. ლიმონის წვენი მდიდარია ფოსფორით, С და В ჯგუფის ვიტამინებით, იგი მსუბუქ გამაღიავებელ ეფექტს აძლევს თმას.
ამ საშუალების დასამზადებლად, შეურიეთ ქოქოსის ზეთი და ლიმონის წვენი თანაბარი პროპორციებით. მიღებული მასა შეიძილეთ თმაში ნაზი მოძრაობებით და გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათით. შემდეგ უბრალოდ დაიბანეთ თავი შამპუნით.
პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ. ეს ნარევი არამხოლოდ ჭაღარას ებრძვის, არამედ, ქერტლის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებაცაა.