იმისათვის, რომ ეს 4-5 ისედაც ტკივილით აღსავსე დღე ცოტათი მაინც შეიმსუბუქოთ, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
1. იმისათვის, რომ საფენმა ვაგინალური ინფექცია არ გამოიწვიოს, იგი 3-5 საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოთ. განსაკუთრებით ხშირად _ ძლიერი სისიხლდენის დროს.
2. მოერიდეთ დამატებით უსიამოვნო შეგრძნებებს. ნუ გაართულებთ ისედაც რთულ ვითარებას.
3. თუ დაუცველი სექსი გაქვთ, შეიძლება სასქესო ინფექციებით დაავადდეთ. ასე, რომ უსაფრთხო სექსი რამდენიმე დღით უნდა დაივიწყოთ.
4. ინტენსიურმა ვარჯიშმა შეიძლება გაგიუარესოთ შეგრძნება, კიდევ უფრო გაართულოს კუნთების მდგომარეობა.
5. კრიტიკულ დღეებში ორგანიზმი დიდ ენერგიასა და ძალას ხარჯავს. არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ კვება. დღეში მინიმუმ 3-ჯერ უნდა იკვებოთ.
6. თუმცა, ძილის წინ დანაყრებას არ გირჩევთ. დასუსტებული ორგანიზმი ვერ შეძლებს საკვების საფუძვლიან დამუშავებას.
7. მოდუნება და დაძინება ორგანიზმისთვის საუკეთესო წამალია.
8. მოერიდეთ რძის პროდუქტებს. ისინი კიდევ უფრო ართულებენ მენსტრუალურ სპაზმებს.
9. მოერიდეთ ემოციურ მომენტებს. ნუ უყურებთ სენტიმენტალურ ფილმებს. კრიტიკული დღეების დროს ჰორმონები ისედაც ბობოქრობენ და ნუ გაირთულებთ შეგრძნებებს.