ვაშლის მასაჟი - ახალი პროცედურა არ არის, მაგრამ გაუგებარი მიზეზის გამო მივიწყებულია. საძაგელი ცელულიტის მოსაცილებლად ჩვენ ვისმევთ ძვირად ღირებულ საცხებს და ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ ნამდვილად ეფექტური საშუალება ჩვენს ხელთაა.
ვაშლის წვენი დიდი ოდენობით С ვიტამინს შეიცავს, რომელიც კოლაგენის გამომუშავებას ასტიმულირებს და მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი. ასევე, შეიცავს В ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც კანის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ვაშლის რბილობის პეპტიდებს კანიდან შლაკები და ტოქსინები გამოჰყავს.
ანტიცელულიტური მასაჟი შინაურ პირობებში
ერთი პროცედურისთვის საჭიროა ორი საშუალო ზომის მწიფე ვაშლი.
დაასხით ვაშლს მდუღარე გასათბობად, შემდეგ გაჭერით შუაზე.
პრობლემურ ზონებში შეიზილეთ ნახევარი ვაშლი, სანამ წვენის გამოყოფა არ შეწყდება. შემდეგ მოაჭერით ზედა ფენა და განაგრძეთ პროცედურა.
იგივე მანიპულაცია გაიმეორეთ ვაშლის მეორე ნახევრით.
გადაივლეთ კანზე წყალი და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
ვაშლის მასაჟის სიხშირე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცელულიტის სიდიდესა და თქვენს სურვილზე.
უკვე პირველი სეანსის შემდეგ კანი სიგლუვეს შეიძენს, 5-7 სეანსის შემდეგ კი ცელულიტი გაქრება და თეძოს გარშემოწერილობა საგრძნობლად დაიკლებს.