ქალები, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელ ნიშანზე დაიბადნენ, სხვადასხვაგვარად აღიქვამენ პოტენციური დედობის ტვირთს და პასუხისმგებლობაც სხვადასხვაგვარი აქვთ მომავალი შვილის მიმართ.
ზოგიერთი თუ განსაკუთრებით პრეტენზიული ხდება ფეხმძიმობის ხანაში, სხვამ შესაძლებელია პირიქით, აქტიური ცხოვრების რეჟიმს უშუალოდ მშობიარობამდეც კი არ უღალატოს. მოდით, გავიგოთ, ვინ როგორი ორსულია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი - აქტიური და მოუსვენარი ქალია. ამიტომ ორსულობა ხელს არ უშლის მას ცხოვრების დინამიკური რიტმის შენარჩუნებაში. ამასთან, ის საკმაოდ ჯიუტია და ხშირად არ ემორჩილება ექიმის რჩევებს.
კურო - ძალიან ამტანი, ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევა. პატარას დაბადებას მობილიზებული ხვდება როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით. თუმცა ხშირად ახასიათებს ორსულობის გადადება იმ მოტივით, რომ არ აქვს საკმარისი ფინანსური სტაბილურობა. კუროსთვის აუცილებელია, რომ მის შვილს გარანტირებული, უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეს.
ტყუპი - ძალზე ხშირად საკუთარი ორსულობა მისთვისვეა სიურპრიზი. ტყუპი ქალების უმრავლესობა იშვიათად გეგმავს წინასწარ ბავშვის გაჩენას, თუმცა, თუ ამის ალბათობის წინაშე აღმოჩნდა, სიამოვნებით ერთვება მისთვის საინტერესო ამ ექსპერიმენტში და ბავშვური ცნობისმოყვარეობით ადევნებს თვალს საკუთარ სხეულში მიმდინარე პროცესებს მთელი ორსულობის მანძილზე.
კირჩხიბი - მოწოდებით და დაბადებიდან "დედაა". ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები ყოველთვის ოცნებობენ შვილის ყოლაზე და შთამომავლობის გაგრძელების თემა მათთვის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტია. ორსულობისას კირჩხიბი საშინლად ჭირვეული ხდება და თავს უფრთხილდება, შეიძლება ითქვას, გადამეტებულადაც კი.
ლომი - ლომი ზოდიაქოს მეხუთე სახლს მართავს, რომელიც, თავის მხრივ, ბავშვებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ქალ ლომს შესანიშნავად ესმის ფსიქოლოგიურად პატარების. იგი არაჩვეულებრივი დედა იქნება და მომავალი პირმშოს დაბადებასაც დიდის ამბით ელოდება. მისთვის მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ორსულობისას ფორმა შეინარჩუნოს და ძველებურად მომხიბვლელი დარჩეს.
ქალწული - როგორც წესი, იშვიათად გამოირჩევა განსაკუთრებული მოთხოვნილებით, რომ გახდეს დედა. თუმცა, თუკი იგი გეგმაზომიერად და დაგეგმილად იღებს ამ როლს საკუთარ თავზე, ბოლომდე იზრუნებს იმაზეც, რომ როგორც თავად, ისე ბავშვიც იდეალურ ფორმაში იყვნენ ჯანმრთელობის კუთხით. ქალწულმა იცის, როგორ იზრუნოს ამაზე.
სასწორი - ორსულობისას მისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოს ჩვეული მომხიბვლელობა. ამიტომ თავად ორსულობის პროცესის გადატანა ქალი სასწორების უმეტესობას ფსიქოლოგიურად ცოტათი უძნელდება. სამაგიეროდ, პირმშოს დაბადების შემდეგ იგი ერთიორად ლამაზდება. გაგრძელება