ხანდახან რთულია, გავაკონტროლოთ თავი და არ ვუთხრათ შვილებს ისეთი რაღაცები, რასაც შემდეგ ვინანებთ, მივიღოთ მათი არასწორი საქციელი და დავაფასოთ მათი კარგი ქმედებებიც.
ფსიქოლოგები გვთავაზობენ 25 ფრაზას, რომლებიც შვილებს არ უნდა ვუთხრათ:
1. "ნუ მოიწყინე/ნუ ხარ გაბრაზებული/ნუ ხარ გაგიჟებული"
ჩვენ საკუთარი გრძნობების მიმართ ხშირად უძლურები ვართ, აქედან გამომდინარე, ნუ დავაძალებთ შვილებს იმას, რაც თავადაც გვიჭირს. უნდა ვეცადოთ, ბავშვს ასეთი ფრაზები არ ვუთხრათ, რადგან მან უნდა განიცადოს, რათა შემდეგ უკეთ იგრძნოს თავი.
2. "შენ უკეთ კითხულობ, ვიდრე შენი მეგობრები!"
ნუ მივუთითებთ ბავშვს საკუთარი თავი სხვას შეადაროს, განსაკუთრებით მეგობრებს, რადგან ეს მომავალშიც ჩვევაში გადაეზრდება. უნდა ვეცადოთ, მის საკუთარ თავსა და განვითარებაზე ფოკუსირება მოვახდინოთ.
მშობლების ტელეფონზე დამოკიდებულება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია
3. "შენ ხარ ჩემი უნაკლო, ანგელოზი!"
ასეთი დამოკიდებულებით ბავშვებს ვაიძულებთ, გამუდმებით ეცადონ, რომ მშობლებს და საზოგადოებას თავი მოაწონონ, საკუთარი სურვილები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები კი უკანა პლანზე იწევს.
4. "რატომ არ გამოგდის შენ, თუ შენს მეგობრებს გამოსდით?"
ყველა ადამიანს აქვს დამახასიათებელი ნიჭი და შესაძლებლობები, შესაბამისად, თვითშეფასებას ნუ დაუქვეითებთ იმაზე მითითებითა და საყვედურების თქმით, რისი გაკეთებაც გარკვეულ ეტაპზე ან არ შეუძლია, რადგან ზოგი ბავშვი ნელა ვითარდება ან მონაცემები არ აქვს (მაგალითად, მუსიკალური სმენა და ა.შ).
5. "მე შენ უარს ვერაფერზე გეტყვი!"
ბავშვები უნდა მივაჩვიოთ, რომ საზოგადოებაში მოქცევისთვის გარკვეული მანერები ჩამოვუყალიბოთ და შვილებისთვის რაღაცებზე უარის თქმის არ შეგვეშინდეს.
6. "ვიცი, რომ შენი ძმისთვის შენ არ ჩაგირტყამს!"
თუ თქვენმა შვილებმა იჩხუბეს, ნუ ეცდებით რომელიმეს გამართლებას, უბრალოდ აუხსენით, რომ ეს კარგი საქციელი არ არის.
7. "გითხარი რომ ასე იქნება და მორჩა!"
არცერთ მოზარდს არ მოეწონება, რომ ვინმე ასეთი კატეგორიული ტონით ესაუბროს, თუ შვილებს რამეზე უარს ეუბნებით და ამის ერთადერთ არგუმენტად ეს ფრაზა მოგყავთ, მათზე ეს უარყოფითად აისახება და საკუთარ შვილებთანაც იმავეს გაიმეორებენ.
8. "გრცხვენოდეს საკუთარი თავის!"
მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, ბავშვებს, რომელთაც საკუთარი თავის რცხვენიათ, გარემოს მიმართ აგრესიული და ძალადობრივი დამოკიდებულება აქვთ.
ბულინგი სკოლებში - ნორმად ქცეული ბავშვთა ძალადობა
9. "ჩვენი ოჯახის თაობები ასე მოდის, ამიტომ შენც ასე უნდა მოიქცე"
ის, რომ რაღაცას დიდი ხანია აკეთებთ, იმას არ ნიშნავს, რომ კარგია ან მისი გაკეთება ბავშვსაც უნდა დააძალოთ, მიეცით საშუალება მან თავად აირჩიოს, სურს თუ არა თქვენნაირად მოქცევა.
10. "სანამ აქ ცხოვრობ, ისე მოიქცევი, როგორც მე მინდა!"
ამ დროს ბავშვები სახლში თავს დაუცველად, არაკომფორტულად, უხერხულად და მარტოდ გრძნობენ, ამიტომ ასე საუბარი მათ ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. გაგრძელება