ფასდაკლების საიტები დროთა განმავლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება. უცხოეთის ქვეყნები ამ სფეროში უკვე ძალიან გამოცდილები არიან. ეს კულტურა უკვე საქართველოშიც დაინერგა. ყველასთვის ცნობილია, რომ საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვა შეიძლება ნებისმიერ სფეროში ფასდაკლების საიტით, იქნება ეს კვება, გართობა, დასვენება თუ სხვა.
საინტერესოა უცხოეთის და საქართველოს მაგალითის შედარება, თუ რომელი მომსახურებაა პირველ ადგილზე.
მსოფლიო ლიდერი გაყიდვების სფეროში, პოპულარული ფასდაკლების საიტი - Groupon-ია, ამიტომ გადავწყვითეთ, მისი სტატისტიკისთვის გადაგვეხედა. როგორც აღმოჩნდა Groupon.com-ზე ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებში პირველ ადგილებს - კვებისა და ესთეტიკის სფერო იკავებს.
საქართველოშიც ჩატარდა გამოკითხვა, თუ რომელი კატეგორიით სარგებლობს ყველაზე ხშირად ქართველი მომხმარებელი hotsale.ge-ზე, რომელიც ასევე ლიდერია ქართულ ბაზარზე, ონლაინ გაყიდვების სფეროში.
საიტებზე : mshoblebi.ge; sportall.ge; reitingi.ge; marao.ge და autobild.ge-ზე, შედეგების მიხედვით, საქართველოში ნომერი პირველი არის კვება, ამას მოყვება ტოპ 3 ყველაზე მოთხოვნადი სფეროც:
გართობა; თავის მოვლა და საოჯახო ნივთები.
ძალიან კარგია, რომ რეალურ დროში ვაჭრობა, სასურველი ადგილის, ან მომსახურების მარტივად მოძებნა და თანხის დაზოგვა - საქართველოშიცაა შესაძლებელი და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
თუ შედეგებს შევაჯამებთ, კვება პირველ ადგილზეა როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში და მას მოჰყვება სხვა დანარჩენი შეთავაზებები.
ასე რომ, მხოლოდ ქართველებს არ გვყვარებია გემრიელი მენიუების ძებნა ფასდაკლების საიტებზე.