უახლესი კვლევების თანახმად, პლასტმასის ბოთლები ენდოკრინულ დერეგულატორებს შეიცავს, რაც შესაძლოა, კიბოს, დიაბეტისა და აუტიზმის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
ენდოკრინული დერეგულატორები არღვევს ორგანიზმის ჰორმონალური სისტემის მუშაობას, აფერხებს განვითარებას და ორგანიზმი დაუცველი ხდება უამრავი დაავადების წინაშე. მაგალითად, ჭარბწონიანობის, მამაკაცის უშვილობის და საკვერცხის კისტის.
შემთხვევითი არ არის, რომ ეს დაავადებები იმ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც პლასტმასს ყველაზე მეტად იყენებენ.
ნივთიერებები (ბისფენოლ A და ფტალათები), რომელთაც პლასტმასი შეიცავს, ენდოკრინულ ქსოვილზე ზემოქმედებს, რომელიც საჭირო ჰორმონებს გამოიმუშავებს. ეს ჰორმონები ენერგიის დონის რეგულაციაში, რეპროდუქციაში, ზრდაში, სტრესისა და ტრავმის რეაქციებში მონაწილეობს.
ენდოკრინული დერეგულატორები ჰორმონების იმიტაციას ახდენს, ემაგრება უჯრედების რეცეპტორებს და ორგანიზმის საკუთარ ჰორმონებთან კავშირს ბლოკავს.
თუმცა, ამერიკელმა ქიმიკოსებმა ეს კვლევა გააკრიტიკეს:
"ამ სამუშაოს შედეგები - საუკეთესო შემთხვევაში, სპეკულატიურია და დაფუძნებულია არასრულ და არაზუსტ მონაცემებზე ქიმიური ნივთიერებებისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირზე".