განო მელითაური სამი წლის წინ მომხდარ ამბავს "ფეისბუქზე" იხსენებს.
„ერთ დღესაც...სამი წლის წინ... გვეგონა, ჩვენი საოცნებო სახლი ვიპოვეთ... ცისფერ კომბინეზონებში გამოვეწყვეთ და ძველისძველი სახლის რემონტი დღესასწაულად ვაქციეთ... ისე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი!.. შემოდგომაზე, ზამთარზე და გაზაფხულზე მეტად! გვიხაროდა ერთად, გაყვითლებული ქაღალდების ნახევრად ჩამოშლილი კედლებიდან ჩამოხევა... მეასე ჯერზე სწორად შეზავებული ფერები და ერთმანეთის სიცილით დაღლა......"იმედია, უკანასკნელად ამოვაბარგე" - დამიწერია იმ დღეს სტატუსი...
მიხაროდა ბავშვობისდრონდელი განათება აივნიდან და წარმოდგენა არ მქონდა, რომ მართლა უკანასკნელად ამოაბარგა.. ..დღეს მძულს იქაურობა, ერთმანეთის მიყოლებით წამართვა უსაყვარლესი ადამიანები... ჯერ კეთილშობილი ჩუმი და
ნათელი კაპიტანი, 13 თვეში კი ჩემი ყველაზე სანუკვარი ადამიანი გაჰყვა მამამისს...გაგრძელება