უზრუნველყავით თქვენი უსაფრთხოება და არასოდეს განათავსოთ ფოტოების ეს 7 ტიპი სოციალურ ქსელში.
თვითმფრინავის ბილეთი
მომავალი მოგზაურობის აფიშირებაში თითქოსდა არაფერია ცუდი, მაგრამ ცალსახად არ ღირს ჩასხდომის ბილეთის ფოტოს განთავსება სოცქსელში.
თქვენი პერსონალური მონაცემები საფრთხეშია. ჰაკერებს თავისუფლად შეუძლიათ ჯავშნის ნომრის (PNR) მიხედვით გაიგონ პასპორტის მონაცემები, ტელეფონის ნომერი და დაბრუნების თარიღი. სანამ შინ არ იმყოფებით, ამით შესაძლოა მძარცველებმა ისარგებლონ და გაგქურდონ.
ფულის კუპიურები
ხელფასის, საკრედიტო ბარათებისა და ნაღდი ფულის ფოტოებს უსიამოვნებები მოაქვს. ჯერ ერთი, ეს ცუდი ტონია, მეორე და უმთავრესი კი ის არის, რომ ამით მძარცველების ყურადღებას მიიპყრობთ.
ლატარიის მომგებიანი ბილეთი
თუ გაგიმართლათ და ლატარიაში მოიგეთ, უნდა გეყოთ ჭკუა, რომ ამით არ იტრაბახოთ. თავისუფლად არის შესაძლებელი შტრიხ-კოდის დაკოპირება და თქვენი ჯეკ-პოტის მითვისება.
სამსახურისა და ელექტრონული ფოსტის კონფიდენციალური მისამართები
არასოდეს გაასაჯაროოთ სამსახურებრივი და კონფიდენციალური დოკუმენტები სოციალურ მედიაში. კანონი არ კრძალავს სამსახურზე საუბარს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები მაინც არსებობს.
დაბადების მოწმობა
ბავშვის დაბადების მოწმობის ფოტო - რა საყვარლობაა... მაგრამ ეს თქვენი შვილის პირადი მონაცემების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. თუ ეს დოკუმენტი უცხო პირის ხელთ მოხვდება, ბავშვს შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.
საავტორო უფლებებით დაუცველი ნაწარმოებები
შეგიძლიათ იამაყოთ მწერლობის ნიჭით, მაგრამ პუბლიკაციამდე ლექსების ან მოთხრობების საჯაროდ გამოქვეყნება - საუკეთესო იდეა არ არის, განსაკუთრებით, თუ ამით ჟურნალში გაგზავნა ან რაიმე კონკურსში მონაწილეობის მიღება გსურთ. ნებისმიერს შეუძლია მიითვისოს თქვენი ნამუშევარი, შემდეგ კი ძალიან რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ ნაწარმოები თქვენ გეკუთვნით.
ფოტო სხვის ბავშვებთან ერთად
უმანკო ფოტოები მომღიმარ ბავშვებთან, რა არის აქ კრიმინალური? მაგრამ მაინც ორჯერ დაფიქრდით, სანამ გამოაქვეყნებთ - ვიდეო და ფოტოგადაღებაზე კანონმდებლობა ხშირად იცვლება.