ახლახან ტრიქოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია, თმა ფენით გავიშროთ, ვიდრე ბუნებრივი მეთოდით. მაგრამ ეს სწორად უნდა გავაკეთოთ, სხვაგვარად ჯანსაღი თმის ნაცვლად ”ყვავის ბუდეს” მივიღებთ.
1. არ იცავთ თმას
თუნდაც ფენზე ყველაზე დაბალ ტემპერატურას აყენებდეთ, ჰაერის არასწორი ნაკადი მაინც ძლიერ აშრობს თმას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები თერმოდაცვისთვის.
2. არ ყოფთ თმას ნაწილებად
როდესაც თმას მთლიანად იშრობთ, დაყოფის გარეშე, ერთი ნაწილი ზედმეტად შრება, იმ დროს, როდესაც დანარჩენი ნაწილი ჯერ კიდევ სველია. გაყავით თმა სექციებად, დააფიქსირეთ თითოეული თმის სამაგრით და რიგრიგობით გაიშრეთ.
3. ბოლომდე არ აშრობთ თმას
თმის სტრუქტურის დაზიანების შიშით, უამრავი ქალი ბოლომდე არ იშრობს თმას. ამის გამო თმის ქერცლები ბოლომდე არ იხურება, თმა მტვრევადი და უსიცოცხლო ხდება. ამიტომ აუცილებლად მიიყვანეთ საქმე ბოლომდე.
4. არასწორი სავარცხლით სარგებლობთ
არა - პლასტმასს! თუ სწორი თმა გაქვთ, მოგიხდებათ რკინის კბილებიანი სავარცხელი, გათბობისას მინი-უთოს ფუნქციებს შეასრულებს. თუ სწორებისას სავარცხელს ხმარობთ, გამოიყენეთ ნატურალური ჯაგრისი. და თუკი ძალიან სქელი და ხვეული თმა გაქვთ, უმჯობესია, სავარცხლის ნაცვლად Tangle Teezer გამოიყენოთ.
5. არასწორი მიმართულებით იშრობთ თმას
არავითარ შემთხვევაში არ გაიშროთ თმა ბოლოებიდან ძირების მიმართულებით. ჰაერის ნაკადი ძირებიდან ბოლოებისკენ მიმართეთ და თქვენი თმა გაცილებით ბზინვარე გახდება.