წლებით ნაცადი, მართლაც ჯადოსნური საშუალებაა! ეს გახლავთ სითხე, რომელიც კვერცხის ნაჭუჭზე რჩება გატეხვისა და ცილისა და გულის ამოცლის შემდეგ.
ნაჭუჭზე დარჩენილი სითხე ვიტამინიზირებული სუბსტანციაა, რისგანაც ძვირად ღირებულ საცხებს ამზადებენ.
ნაზად წაისვით ეს სასწაულმოქმედი წვეთები თვალის ირგვლივ კანზე.
იგი ადვილად შეიწოვება კანში და საცხებისგან განსხვავებით არ აშრობს მას. კანის გამოშრობა კი იწვევს ნაოჭებს.
გამოიყენეთ ეს ხელმისაწვდომი, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალება თვალის ირგვლივ კანის სილამაზისა და გაახალგაზრდავებისთვის!