ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მაკიაჟი - ეს არამხოლოდ თვითგამოხატვის საშუალებაა, არამედ, ნიღაბიც, რომელსაც ირგებ. რას მალავს ეს ნიღაბი? გამოიცნეს ექსპერტებმა შენი ხასიათი მაკიაჟის მიხედვით?
1. შავი ისრები, კლასიკური პომადა
ფენომენალური მეხსიერება და ორგანიზაციული ნიჭი გაქვს, არასოდეს იგვიანებ, არ გავიწყდება ახლობლების დაბადების დღეები და გიყვარს რიტუალები: საოჯახო სადილები და საახალწლო სამზადისი. გიყვარს ცხოვრების ზომიერი რიტმი და სტაბილურობა, ადგენ გეგმებს წინასწარ. მეგობრებს შენი იმედი მუდამ აქვთ და შეუცვლელი თანამშრომელი ხარ.
2. შეღებილი წარბები, უჩვეულო პომადა, რუჟი
მათ რიცხვს არ მიეკუთვნები, ვინც ჩრდილში ამჯობინებს ყოფნას: ნებისმიერ საზოგადოებაში შენი გამოჩენა შეუმჩნეველი არ რჩება. ამბიციური, თავდაჯერებული და შემოქმედებითი ადამიანი ხარ. ზუსტად იცი, რა გსურს და იცი, როგორ მიაღწიო წარმატებას.
3. აქცენტი წამწამებზე და მუქი პომადა
ძალიან ლამაზი ხარ და იცი ეს. ავაზის გრაციოზული ნაბიჯებით მოძრაობ ცხოვრებაში და არავის ვურჩევთ, გადაგეღობოს. თუ ვინმე გიყვარს - მისთვის ყველაფერს გააკეთებ, თუ ვინმემ გაწყენინა - სამუდამოდ იმახსოვრებ. პოლარული გრძნობები - შენი განმასხვავებელია. სიყვარულიდან რომ სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ეს შენზეა ნათქვამი.
4. ნატურალური მაკიაჟი
როდესაც შეუმჩნეველ მაკიაჟს იკეთებ, ერთი მხრივ, ნამდვილ სახეს ანახებ, მეორე მხრივ - ეს ისევ შენ ხარ, ოღონდ გაუმჯობესებული ვარიანტი. თავდაჯერებული ხარ და არ ჩქარობ, გული პირველ შემხვედრს გადაუშალო. სიფრთხილე და დაკვირვებულობა გახასიათებს. შენ სწორედ იქ აღწევ წარმატებას, სადაც სხვები კრახს განიცდიან. ამიტომ ლოდინი გეხერხება.
5. Smokey Eyes, კონტურინგი, პომადა
ძალიან ემოციური ხარ და ყველაფერზე გეტირება. ამ მაკიაჟით თითქოსდა ომისთვის ემზადები. კოლეგები და ნაცნობები აგრესიულად მიგიჩნევენ, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რომელიც შენს სენტიმენტალურ და ცოტათი გულუბრყვილო ნატურას მალავს. ნამდვილ სახეს კი მხოლოდ ახლობლები ხედავენ.