ამისათვის საჭიროა მხოლოდ 1 ჭიქა წყალი და ნუ იდარდებთ, თუ ტესტს ვერ "ჩააბარებთ", არსებობს დაზიანებული თმის აღსადგენი მარტივი საშუალებები.
მაშ ასე: ჩაასხით ჭიქაში ჩვეულებრივი წყალი. მოათავსეთ მასში 1-2 სმ სისქის თმის დალალი (დიახ, მოკლე თმით ამ "ცდას" ვერ ჩავატარებთ). თუ თმა არ იძირება - ყველაფერი რიგზეა. და თუ მალევე დაეშვა ფსკერზე - სამწუხაროდ, თმა დაზიანებულია.
როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია?
მკვებავი ნიღბების გარდა, რომლებიც რა თქმა უნდა, საგრძნობლად გააუმჯობესებს თმის მდგომარეობას, შეიტანეთ კვების რაციონში კორექტივები და მალევე მიიღებთ საოცარ ეფექტს.
მშრალი, მტვრევადი თმა
ძალიან ხშირად თმა შრება და მტვრევადი ხდება შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების უკმარისობის გამო. თმის გასაჯანსაღებლად, ჩართეთ კვების რაციონში პროდუქტები, რომლებიც ამ მჟავებს შეიცავს: ცხიმიანი თევზი, თხილი, ავოკადო, მცენარეული თევზი, ბურღულეული.
ეცადეთ, მიირთვათ თევზი კვირაში ოთხჯერ და საუზმეზე ყოველდღიურად ჩართოთ გოგრის თესლი. გარდა ამისა, თმას საკმარისი დატენიანება სჭირდება. ამიტომ დალიეთ დღეში 6-8 ჭიქა წყალი.
ცხიმიანი თმა
ცხიმოვანი ჯირკვლების მეტისმეტი აქტივობა ხშირად В ჯგუფის ნაკლებობას იწვევს. მათი მიღება შესაძლებელია თხილისგან, ბურღულეულისგან, რძის პროდუქტებისგან, კვერცხისგან, ბარდისგან, მწვანილისა და სალათისგან.
უსიცოცხლო თმა
დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს თუთიის უკმარისობასთან. მის შესავსებად საუკეთესო საშუალებაა ხამანწკების მირთმევა. ვინაიდან ხამანწკები არცთუ ისე იოლად მოსაპოვებელია, არსებობს ალტერნატივაც: შვრიის ფანტელები, ბარდა, კვერცხი, რძე, შავი პური, მზესუმზირა, ნუში, ავოკადო, ბანანი, ქუნჯუთისა და გოგრის თესლი.