Victoria’s Secret-ის შოუს მონაწილეებს არაერთხელ სდებდნენ ბრალს ფოტოფილტრებისა და ფოტოშოპის გამოყენებაში, რომლის შედეგადაც გოგონები ჟურნალებსა თუ ეკრანზე უნაკლოდ გამოიყურებიან.
ამ კრიტიკის საპასუხოდ ლამაზმანებმა გამოაქვეყნეს სელფები, რომლებზეც არც ფილტრი აქვთ გამოყენებული და არც მაკიაჟი, რათა დაემტკიცებინათ, რომ მათი სილამაზე - ნამდვილია!
1. ჯიჯი ჰადიდი
„ხედავთ ჭორფლს? როგორც წესი, მას ტონალური კრემით მიფარავენ, არადა, მე ასე მომწონს!“
2. ადრიანა ლიმა
„ვარჯიშის შემდეგ: ოფლიანი და წითელი“, - მიაწერა ფოტოს მოდელმა.
3. დაუტცენ კრეზი
„დილა მშვიდობისა“, - დაწერა დაუტცენმა. მაინც რა ლამაზი თვალები აქვს მას!
4. ჯოან სმოლზი
უბრალოდ სუფთა თმა და არანაირი კოსმეტიკა - ჯოანი მშვენივრად გამოიყურება!
5. ჯორდან დანი
ნეტავ დილაობით, ახალგაღვიძებულები ასე გამოვიყურებოდეთ...
6. სარა სემპაიო
„წინ კიდევ ვარჯიში მელის“, - წერს სარა. ვერაფერს იტყვი, შედეგი ნამდვილად ღირს ამად!
7. ალესანდრა ამბროსიო
„მზის ბაჭია“. მართლაც!
8. კენდის სვეინპული
„ცისარტყელა დავიჭირე!“ - დააკომენტარა კენდისმა ეს სიცოცხლით სავსე ფოტო.
9. კენდალ ჯენერი
„მე არ ვიხატავ ჭორფლს, პირიქით, მას მიმალავენ შოუსთვის!“ - დაწერა კენდალმა სელფზე.
10. ელზა ჰოსკი
ნამდვილი სკანდინავიური ქალღმერთი!
11. ლილი ელდრიჯი
„შვებულებაში ვარ“, - იტყობინება მოდელი კომენტარში. ბრწყინვალედ გამოიყურები, ლილი!
12. რომი სტრიჟდი
„ნიუ-იორკში ვსეირნობთ“, - წერს რომი.