2017 წლის მბრძანებელი - ცეცხლოვანი მამალი რთული, ფეთქებადი და ცვალებადი არსებაა.
როგორ მომავალს გიმზადებთ თითოეულ ნიშანს, ჩვენს პროგნოზში წაიკითხეთ.
ვერძი
მამლის წელიწადს უსაფრთხოდ, კომფორტულად და მატერიალურად სტაბილურად გაატარებთ. ჩაფიქრებულ იდეებს სწრაფად და წარმატებულად განახორციელებთ. 2017 წელს უსიამოვნებები გვერდს აგივლიან. მთავარია, თავად იყოთ ფრთხილად და თქვენი ნათქვამით გული არავის ატკინოთ, საქმე არ გაიფუჭოთ.
კურო
ცეცხლოვანი მამალი და შინაურული კურო იდეალურად გაუგებენ ერთმანეთს. თუმცა, ქალბატონებო, თავბრუდამხვევ წარმატებას ნუ ელით. მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. აკეთეთ ის საქმე, რომელიც კარგად იცით და გამოგდით.
ტყუპი
სიახლეების მოყვარული ქალბატონი ხშირად შეცვლის ვარცხნილობას, სამსახურს, საცხოვრებელ მისამართს. თამაშ-თამაშით მოაგვარებს საოჯახო პრობლემებს. მის ნამსხვრევებზე ადვილად ააშენებს ახალს. ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ სასიამოვნოდ წაადგებათ.
კირჩხიბი
წყლის ნიშანი კონფლიქტში შევა წლის ცეცხლოვან მბრძანებელთან. მწვერვალების დაპყრობა სხვა დროისთვის გადადეთ. განუხორციელებელი გეგმების გამო მელანქოლია ხშირად შემოგიტევთ. კონცენტრაცია მოახდინეთ შინაგან სამყაროზე. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, გარეგნობას.
ლომი
”ოქროს” პერიოდი დაგიდგათ. წარმატება გელით პროფესიულ საქმიანობაში. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა მამაკაცებთან და მატერიალური მდგომარეობა. განსაკუთრებით წარმატებული წელი ელით საქმიან ქალბატონებს.
ქალწული
პრაქტიკულ და რაციონალურ ქალწულს მამლის წელში დასახული მიზნების განხორციელება არ გაუჭირდება. ქალწული მყარად დგას მიწაზე და მომდევნო 12 თვის მანძილზე ამოვარდნილი ქარიშხალიც კი ვერ წააქცევს. მამლის წელში მრავალ სფეროში გელით წარმატება, მაგრამ განსაკუთრებული - ფინანსურში.
სასწორი
ცვალებად სასწორებს წარმატება ელით პროფესიულ სფეროში და დაძაბულობა - პირად ცხოვრებაში. კარიერული წარმატება მაქსიმალურ კონცენტრაციასა და თვითკონტროლს მოითხოვს. ეს გაუგებრობას იწვევს ახლობლებში და შურს კოლეგებში. სასწორს მთელი წელი მოუწევს ბალანსის დაცვა კარიერასა და ოჯახს შორის.
მორიელი
რთული ხასიათი მომავალში სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. მომავალში თქვენი წარმატება გარშემო მყოფებზეა დამოკიდებული. ეცადეთ, გააუმჯობესოთ მათთან ურთიერთობა; გაიჩინოთ გავლენიანი ნაცნობ-მეგობრები. მომდევნო 12 თვე მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა განვლოთ.
მშვილდოსანი
მეგობრული მშვილდოსანი ახლობლების შურის სამიზნე გახდება. საქმე იმაშია, რომ ცეცხლოვანი მამალი გამდიდრების შანსს გაგიათასმაგებთ. ფულის გამო შეიძლება შორეული ნათესავებიც კი დაგიახლოვდნენ. ეცადეთ, ენას კბილი დააჭიროთ და თავი შეიკავოთ ძვირად ღირებული საყიდლებისგან.
თხის რქა
ამბიციურმა თხის რქებმა ზუსტად იციან, რა სურთ. ისინი წინ მიიწევენ სასურველის მისაღწევად. ამიტომ მომავალ წელს კარიერული წინსვლა ელით, რაც ზურგს უკან მოიტოვებს უამრავ მოშურნესა და განაწყენებულ კოლეგას. ქალბატონ თხის რქებს ვურჩევთ, ხშირად დაამუხრუჭონ და მიმოიხედონ უკან.
მერწყული
ცნობისმოყვარე მერწყულებისთვის მამლის წელიწადი კარგი პერიოდია სწავლისა და პროფესიული განვითარებისთვის. ეს დაგეხმარებათ სამყაროს სხვა თვალით, სხვა რაკურსით შეხედოთ, აირჩიოთ თქვენთვის მაქსიმალურად სწორი მიმართულება. ცეცხლოვანი მამალი მერწყულ ქალებს უამრავ რომანტიკულ თავგადასავალს გპირდებათ 2017 წელს.
თევზები
ცხოვრების დინებასთან ერთად მცურავი თევზების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა. მთავარია, ისწავლოთ სირთულეებისთვის გვერდის ავლა და წარმატებას მიაღწევთ იქ, სადაც სხვები დამარცხდებიან. საბოლოოდ, მამლის წელიწადი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.