მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში მარილი სისუფთავისა და წესრიგის სიმბოლოა. გასაკვირი არ არის, რომ ის თერაპიაში ფიგურირებს. მარილს უძველესი პერიოდიდან იყენებენ სხეულისა და სულის გამწმენდ პროცედურებში. მისი მთავარი უპირატესობა კი - ძლიერი პოზიტიური მუხტია, რომელსაც იგი შეიცავს.
მარილს შეუძლია ნეგატიური ენერგიის მიზიდვა და შეწოვა მოკლე დროში. ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს და შეუდექით რელაქსს!
მარილით განწმენდა
გამწმენდი თერაპიისთვის დაგჭირდებათ თასი, სადაც შეძლებთ ორივე ფეხი მოათავსოთ და მოდუნდეთ. ასევე დაგჭირდებათ 1 შეკვრა ჩვეულებრივი მარილი. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციებს, რათა ჰარმონია დაიმკვიდროთ.
მარილით განწმენდის რიტუალი
მოახდინეთ იზოლაცია ხმაურისგან, სხვა ადამიანებისგან და ხელისშემშლელი ფაქტორებისგან. ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც ოთახში, ასევე სუფთა ჰაერზე.
ჩაყარეთ თასში ბლომად მარილი
დადექით მარილზე ფეხშიშველი და მოდუნდით.
გონებაში არსებული ყველა ნეგატიური აზრი, შთაბეჭდილება და განცდები გაუშვით ფეხებში, წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი ცუდი მარილში გროვდება. თამამად იმოძრავეთ, ეს მხოლოდ სასიკეთოდაა. რაც უფრო მეტ ენერგიას დახარჯავთ, მით უკეთესად განიწმინდებით ნეგატიური ენერგიისგან. შეგიძლიათ წაიღიღინოთ: "ვთავისუფლდები ცუდი განწყობისგან" ან "მშვიდობით, წარუმატებლობავ!"
როცა იგრძნობთ, რომ ნეგატივისგან გათავისუფლდით, გაისუფთავეთ ფეხისგულები და ცოტა ხანს დაელოდეთ, სანამ თერაპიის მომდევნო ეტაპზე გადახვალთ.
დარჩენილი მარილი ფრთხილად მოაგროვეთ პარკში და ჩარეცხეთ უნიტაზში. მადლობა გადაუხადეთ მას.
ენერგეტიკის მარილით გაწმენდა სასარგებლოა მათთვის, ვისაც ცხოვრების მძიმე პერიოდი აქვს. გამოსცადეთ! გვერწმუნეთ, ეს მუშაობს!