საახალწლო სუფრა ჩირისა და ჩურჩხელის გარეშე წარმოუდგენელია. ეს გემრიელობები ხომ შემოდგომა-ზამთრის სუფრის ნამდვილი მშვენებაა. რა თქმა უნდა, ეს ნატურალური ნუგბარიც ისევე ლამაზად უნდა იყოს სუფრაზე წარმოდგენილი, როგორც სალათები ან დესერტი.
არადა, ხშირად ეს გამხმარი სასუსნავი ლამაზად არ გამოიყურება და ცოტა რთულია მათი "ლამაზ ფორმებში" მოქცევა. გთავაზობთ ფოტოიდეებს, თუ როგორ უნდა დააწყოთ და გააფორმოთ თეფშებსა და თუ ლანგრებზე ჩირეული და ჩურჩხელა.
სიგრძეზე, ზოლებად განაწილებული ხმელი ხილი ლამაზიც არის და სტუმრისთვის არჩევანის შესათავაზებლად უფრო კომფორტული. თუმცა გაფორმების ეს ხერხი მაშინ გამოგადგებათ, როცა 3-4 სახეობის ჩირი მაინც გაქვთ შინ.
ეს ყვავილისებური ხერხი მოსახერხებელია მაშინ, როცა ნაირნაირი, მაგრამ ცოტა რაოდენობით ჩირეული გაქვთ. როგორც წესი, ყიდვის დროსაც გვირჩევნია ცოტ-ცოტა და სხვადასხვა დასახელების ჩირი შევიძინოთ. სრულად იხილეთ shin.ge-ზე