1. თეფში პურისთვის; 2. სალათის ჩანგალი; 3. ჩანგალი; 4. დანა; 5 სალათის დანა; 6. სუფრის კოვზი; 7. წვნიანის კოვზი; 8. წითელი ღვინის, თეთრი ღვინისა და წყლის ჭიქები; 9. დესერტის კოვზი.
სერვირების საბაზისო პრინციპები
• დანა-ჩანგალი და კოვზი თეფშთან - კერძების თანმიმდევრობის მიხედვით იდება.
• სერვირების თეფში შეიძლება სხვა მასალისგან იყოს დამზადებული (ოქროს ან ვერცხლის კანტებით), მაგრამ ფერები აუცილებლად შეხამებული უნდა იყოს ერთმანეთთან.
• ბოკალების არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ღვინოს დალევს სტუმარი. დგამენ წითელი და თეთრი ღვინის ბოკალებს და ბოკალს წყლისთვის. თეთრი ღვინით ბოკალის 2/3-ს ავსებენ, წითელი ღვინით - არაუმეტეს მესამედისა.
• ხელსახოცი ქსოვილის უნდა იყოს. დებენ თეფშიდან მარცხნივ, ჩანგლის გვერდით. ან თუ დიდი ადგილი არ არის - პირდაპირ თეფშზე. დანა-ჩანგლის ხელსახოცზე დალაგება არასწორია! გახსოვდეთ: მარცხნივ - ჩანგლები და ხელსახოცი, მარჯვნივ - დანები და კოვზები.
• პურისთვის ცალკე თეფშს დგამენ, ჩანგლიდან მარცხნივ.
• სამარილე და საპილპილე 2 სტუმარს შორის იდგმება.