მოზრდილებში
უკანასკნელი 35 წლის მანძილზე გაცხიმოვნების მქონე ადამიანთა რაოდენობა გაორმაგდა;
უკანასკნელი 10 წლის მანძილზე კი 75%-ით მოიმატა;
თუ მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით გაცხიმოვნების სიმპტომებით 2003 წლის 1,7 მილიარდი ადამიანი ავადობდა, 2014 წლისთვის ეს ციფრი გაიზარდა 1,9 მილიარდამდე, 2016 წლისთვის კი ამ მაჩვენებელმა 2 მილიარდს გადააჭარბა;
უკანასკნელი მონაცემებით, ნებისმიერი ქვეყნის 18 წელს გადაცილებულ პირთა 13%-ს გაცხიმოვნება აქვს, 39% კი რისკჯგუფშია, თუკი დროულად არ მოიცილებენ დაგროვილ ჭარბ კილოგრამებს;
გაცხიმოვნების მქონე ადამიანის სახე 10 წლით უფროსად გამოიყურება, თანაც მოკლებულია ბედნიერების ელფერს;
მსოფლიოში ჯერ კიდევ 2002 წელს ჭარბი კილოგრამებით გამოწვეული დაავადებებით 115 მილიონი ადამიანი ავადობდა. იმავე წელს მათგან 2,5 მილიონი გარდაიცვალა, აშშ-ში - 280 ათასი, ევროპის ქვეყნებში კი 320 ათასი ადამიანი;
გაცხიმოვნება არა მხოლოდ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების დაავადებაა, ისეთი ქვეყნების პრობლემაცაა, რომლებიც ეკონომიკური მიღწევებით არ გამოირჩევა, მაგალითად მექსიკა, სირია და ლიბია.
მსოფლიო მსუქნების ლიდერი
ლიდერი მსოფლიო მსუქნების სტატისტიკაში აშშ-ია, სადაც გაცხიმოვნება მოსახლეობის 34%-ს აღენიშნება, 27%-ს კი დაავადების მძიმე სიმპტომები აქვს;
სპეციალისტთა პროგროზით, 2025 წლისთვის პლანეტაზე გაცხიმოვნება სუსტი სქესის წარმომადგენელთა ნახევრისა და ძლიერი სქესის 40%-ის პრობლემად იქცევა.
ბავშვები
ჭარბი წონის პრობლემა ბავშვებშიც სწრაფად იზრდება. თუ 1970 წელს ჭარბი წონა მხოლოდ მსოფლიოს ბავშვთა 0,2%-ს აწუხებდა, ამ ათასწლეულის დასაწყისში ეს მაჩვენებელი უკვე 2%-ია ანუ 10-ჯერ გაიზარდა;
ამ საუკუნის დასაწყისში ჯანმო გვამცნობდა, რომ ჭარბი წონა 5 წლამდე ასაკის 22 მილიონ ბავშვზე მეტს ჰქონდა;
2013 წლისთვის 5 წლამდე ასაკის ჭარბწონიან ბავშვთა რაოდენობა უკვე 42 მილიონი გახდა;
აშშ-ში უკვე ყოველი მეხუთე ბავშვი ჭარბწონიანია;
ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანათა ერთ მეოთხედ მოზარდს კომპიუტერთან გატარებული დიდი დროის, ფასტ-ფუდისა და ჰიპოდინამიის ფაქტორთა გავლენით - ჭარბი წონა, მათ 15 %-ს კი უკვე გაცხიმოვნების ნიშნები აქვს.
ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზები. განაგრძეთ კითხვა