ფოტოგრაფმა კარიმ ბუჩეტატამ გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც საჰარის უდაბნოში მოსული თოვლია აღბეჭდილი.
თოვლი პატარა ალჟირულ ქალაქში, ატლასის მთების ჩრდილოეთ ფერდობზე დაფიქსირდა.
ფოტოებზე ჩანს ქვიშაზე დადებული თოვლი, რომელმაც, დაახლოებით, ერთი დღის განმავლობაში გაძლო.
ფოტოგრაფის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა უდაბნოში მოსულ თოვლს გაოცებული შეჰყურებდა. "ფორთოხლისფერ ქვიშას თეთრი თოვლი ფარავდა და ამის ყურება შესანიშნავი იყო", - იხსენებს ფოტოგრაფი. გაგრძელება