ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ახასიათებს გარკვეული თვისებები ხასიათში, რომელიც შესაძლოა გარშემო მყოფებისთვის გამაღიზიანებელიც იყოს.
ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, რომ საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითი ინფორმაცია გაიგოს, თუმცა პერიოდულად საჭირო კი არა, აუცილებელიც კია, რომ საკუთარ შეცდომებს თვალებში ჩავხედოთ. ეს საუკეთესო გზაა საკუთარ თავზე სამუშაოდ და ჩვენში პიროვნების "აღსაზრდელად".
ამიტომ მოდი, ღიად ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ნაკლი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს.
მაშ ასე, რატომ არ უყვართ ყველაზე ხშირად სასწორი?
1. მერყევი ხასიათის გამო - სასწორი არასოდეს უნდა დააყენოთ არჩევანის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და რაც მეტი დრო ექნება არჩევანის გასაკეთებლად, მით მეტად გაჭიანურდება მისი პასუხი.
2. გაუბედაობის გამო - სასწორი სამართლიანი, ობიექტური ადამიანია, მაგრამ, თუკი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლაა საჭირო, აქ იგი უკან იხევს და პასიურ პოზიციას ინარჩუნებს.
3. მუდმივად ბალანსის ძიების გამო - "არც მწვადი დაწვა, არც შამფურიო" - სასწორებზე უთქვამთ. ზოგჯერ ამ მიდგომის გამო მათ ორპირობაშიც კი სდებენ ბრალს. იხილეთ სრულად