როგორც ცნობილია, ბავშვის სქესის დადგენა ექოსკოპიურად ხდება, მაგრამ ზოგიერთი დედა უპირატესობას ხალხურ მეთოდებს ანიჭებს.
ალბათ, ხშირად მოგისმენიათ მომავალი დედისგან: "სანამ ექოზე წავიდოდი, უკვე ვიცოდი, რომ გოგო იყო (ან ბიჭი). თურმე ეს სავსებით შესაძლებელი ყოფილა თანაფარდობით 50:50-ზე. გთავაზობთ ამერიკელი ჟურნალისტების მიერ მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით შედგენილ 10 მეთოდს ბავშვის სქესის დასადგენად.
ხასიათი
თუ თქვენ ხართ მშვიდი, გაწონასწორებული ორსული - თქვენს სხეულში კათილგანწყობილი გოგონა იზრდება. თუ ხართ მუდამ გაღიზიანებული, წვრილმანებზეც გეშლებათ ნერვები და ახლობლებიც კი გაღიზიანებენ - ესე იგი, არ გასვენებთ მოუსვენარი ბიჭუნა.
უპირატესობა კვებაში
გემოს შეცვლა - ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ორსულობის დროს. ჰორმონალური ფონის ცვლილების გამო ორსულს განსაკუთრებით მოსწონს ან არ მოსწონს ესა თუ ის კერძი/პროდუქტი. თუ გიზიდავთ ტკბილეული - ელოდეთ გოგონას. მარილიანი და მჟავე მოგწონთ? - მაშინ გზაში ბიჭია! გაგრძელება