როგორც ჩანს ჯასტინი ისეა მოხიბლული სელენას გარეგნობით, რომ ფოტოაპარატი და კამერა ხელიდან არ გაუშვია და გამუდმებით აფიქსირებდა გომესს.
გუშინ ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია ჯასტინისა და სელენას მოსალოდნელი ქორწილის შესახებ. ამის მიზეზი გომესის მარცხენა არათითზე გაკეთებული ბეჭედი გახდა. ახალგაზრდა ვარსკვლავებს US Weekly-ს კორესპონდენტი დაუკავშირდა, რომელმაც დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სელენა და ჯასტინი ჯერ არ დაქორწინებულან, მეტიც ბიბერს ჯერ ხელიც არ უთხოვია შეყვარებულისთვის. ასე, რომ ორივე მომღერლის ფანებს შეგიძლიათ თამამად ამოისუნთქოთ.
რამდენიმე დღის წინ გომესი მექსიკაში ჩაფრინდა, სადაც საუკეთესო მეგობრის, შენონ ლაროსის მეჯვარედ იყო მიწვეული. შეყვარებულს მექსიკაში ჯასტინმაც ჩააკითხა და ქორწილის შემდეგ სანაპიროზე განიტვირთნენ.
19 წლის სელენა და 17 წლის ჯასტინი სწორედ ამ დროს დააფიქსირეს პაპარაცებმა. როგორც ჩანს ჯასტინი ისეა მოხიბლული სელენას გარეგნობით, რომ ფოტოაპარატი და კამერა ხელიდან არ გაუშვია და გამუდმებით აფიქსირებდა გომესს. შემდეგ კი წყვილმა თავისი საყვარელი სატელეფონო თამაში ჩართო და ასე ირთობდა თავს.
იხილეთ ფოტოგალერეა